თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ

  • Word
თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 31/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
123
31/12/2004
სსმ, 156, 31/12/2004
000000000.00.00.000000
თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2004 - 12/01/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ

,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ყველა მარკის ფილტრიანი სიგარეტისათვის ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონის დადგენისა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებისა და სხვა ინფორმაციის დატანის მიზნით:

1. 2006 წლის 1 იანვრიდან თავისუფალ ბრუნვაში გამოშვებულ სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს:

ა) ნიკოტინისათვის – 1 მგ ერთ სიგარეტზე;

ბ) ფისისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე;

გ) ნახშირჟანგისათვის – 10 მგ ერთ სიგარეტზე.

2. 2006 წლის 1 იანვრიდან სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა განისაზღვროს საქართველოში დადგენილი წესით მიღებული საერთაშორისო სტანდარტებით:

ა) ისო 8243-91 ,,სიგარეტები. სინჯის აღება”;

ბ) ისო 4387-91 ,,სიგარეტები. სიგარეტის კვამლში ტენიანი და ნიკოტინის არშემცველი მშრალი კონდენსატის (ფისის) შემცველობის განსაზღვრის მეთოდი ლაბორატორიული მოსაწევი აპარატის დახმარებით”;

გ) ისო 10315-91 ,,სიგარეტები. ნიკოტინის შემცველობის განსაზღვრა კვამლის კონდენსატში. გაზოქრომატოგრაფიული მეთოდი”;

დ) ისო 8454-95 ,,სიგარეტები. კვამლის გაზურ ფაზაში ნახშირჟანგის შემცველობის განსაზღვრა არადისპერსიული ინფრაწითელი ანალიზატორის დახმარებით”.

3. სიგარეტებში ნიკოტინის, ფისისა და ნახშირჟანგის შემცველობა, განსაზღვრული პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა იყოს დატანილი სიგარეტის შეფუთვის ერთ გვერდზე სახელმწიფო ენაზე იმდაგვარად, რომ მან უნდა დაფაროს შესაბამისი ზედაპირის სულ ცოტა 10 პროცენტი.

4. 2006 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის თითოეული შეფუთვა უნდა შეიცავდეს ზოგად გაფრთხილებებს და დამატებითი გაფრთხილებებიდან რომელიმეს:

ა) ზოგადი გაფრთხილებები:

ა.ა) მოწევა კლავს, მოწევამ შეიძლება მოკლას;

ა.ბ) მოწევა გაყენებთ სერიოზულ ზიანს თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ;        

გაფრთხილებები დაბეჭდილი უნდა იყოს თითოეული შეფუთვის უფრო გამოსაჩენ ნაწილზე და ყოველგვარ გარე შეფუთვაზე, გარდა დამატებითი გამჭვირვალე სახვევისა, რომელიც გამოიყენება ნაწარმის საცალო გაყიდვაში.

ბ) დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ბ.ა) მწეველები კვდებიან ადრე;

ბ.ბ) თამბაქოს მოწევა იწვევს არტერიების დახშობას, გულის შეტევებსა და ინფარქტს;

ბ.გ) თამბაქოს მოწევა იწვევს ფილტვების კიბოს;

ბ.დ) თამბაქოს მოწევა ორსულობისას საზიანოა თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის;

ბ.ე) გაუფრთხილდით ბავშვების ჯანმრთელობას: ნუ აიძულებთ თქვენ მიერ მონაწევი თამბაქოს კვამლით ისუნთქონ;

ბ.ვ) ექიმი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ თამბაქოს მოწევას;

ბ.ზ) მოწევით ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება თამბაქოსადმი; ნუ დაიწყებთ მოწევას;

ბ.თ) თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვნად ამცირებს გულისა და ფილტვების სასიკვდილო დაავადებების განვითარების რისკს;

ბ.ი) თამბაქოს მოწევა ნელი და მტანჯველი სიკვდილის მიზეზად შეიძლება იქცეს;

ბ.კ) შეიძლება მოწევისათვის თავის დასანებებლად მიმართოთ ექიმს;

ბ.ლ) თამბაქოს მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას;

ბ.მ) თამბაქოს მოწევამ შეიძლება გავლენა იქონიოს სპერმაზე და დააქვეითოს ფერტილობის დონე.

5. ზოგადმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 30 პროცენტი.

დამატებითმა გაფრთხილებამ, რომელიც აუცილებელია მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაფაროს თამბაქოს შეფუთვის ერთეულის გარე ზედაპირის შესაბამისი ფართობის სულ ცოტა 40 პროცენტი.

6. გაფრთხილების ტექსტი და მავნე ნივთიერების შემცველობის დონეები უნდა იყოს:

ა) სახელმწიფო ენაზე;

ბ) დაბეჭდილი შავი მსხვილი შრიფტით თეთრ ფონზე;

გ) ნუსხური ასოებით;

დ) შეფუთვის ზედა ნაპირის პარალელურად ფართობის ცენტრში, რომელზედაც მოცემული ტექსტი იქნება დაბეჭდილი.

7. ტექსტის დაბეჭდვა ცალკეული შეფუთვის აქციზურ მარკაზე იკრძალება. ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი წაშლა შეუძლებელი იყოს. ის, ასევე არ უნდა იყოს დაფარული, წარეცხილი, ან არ უნდა წყდებოდეს სხვა წარწერებით ან გამოსახულებით, ანდა შეფუთვის გახსნისას.

8. იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად თამბაქოს ნაწარმი უნდა იყოს დადგენილი წესით ნიშანდებული.

9. 2006 წლის 1 იანვრიდან ტექსტები, დასახელებები, სავაჭრო ნიშნები, ან სხვა ნიშნები, რომლებიც იტყობინებიან, რომ მოცემული თამბაქოს ნაწარმი ნაკლებად მავნეა, ვიდრე სხვა, არ უნდა იქნეს გამოყენებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე.

10. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად უზრუნველყოს ,,საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით გამოცემა.

პრემიერ-მინისტრი               ზ. ჟვანია