„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415020, 15/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016336
  • Word
176
12/04/2011
ვებგვერდი, 110415020, 15/04/2011
010240030.10.003.016336
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენი­ლებით (სსმ, 18.03.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქ­მის ფორმას.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სა­მარ­­თლის იურიდიული პირების კომპეტენცია

სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულე­ბე­ბითა და მოქმედი კანონმდებლობით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ 2011 წლის 29 აპრილამდე უზრუ­ნველ­ყოს სამინისტროს ტერიტორიული ორგა­ნოების რეორგანიზაცია და შტატების შემცირება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანო­ნით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზებული ტე­რიტორიული ორ­გა­ნოების უფლებამონაცვლედ მათი რეორგანი­ზაციის პროცედურების დასრულების შემდეგ.

მუხლი 3. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირვე­ლი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 29 აპრი­ლიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური