"შპს "საქართველოს რკინიგზისათვის" საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415014, 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240050000.10.003.016330
  • Word
170
12/04/2011
ვებგვერდი, 110415014, 15/04/2011
240050000.10.003.016330
"შპს "საქართველოს რკინიგზისათვის" საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის №10 დადგენილებაში (სსმ, 20.01.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში,  მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლის სათაურში, პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვა „მოსაკრებელი“ შეიცვალოს სიტყვით „საფასური“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიყენოს  მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური