დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/06/2004 - 25/01/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2004 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ადგენს:
1. საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივად დაფარვის მიზნით 2004 წლის ივლისიდან არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს, რომელთაც მისაღები აქვთ ერთ თვეზე მეტი საპენსიო დავალიანება, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გარდა დაუწესდეთ დანამატი 2 ლარის ოდენობით.
2. ცხინვალის, ჯავის, ყორნისისა და ახალგორის რაიონებში გამოიყოს 40 ათასი ლარი პენსიონერთა მიმართ წინა პერიოდში დაგროვებული საპენსიო დავალიანებების დასაფარავად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების შესასრულებლად.
4. დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები