ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415007, 18/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.119.016078
  • Word
19
14/04/2011
ვებგვერდი, 110415007, 18/04/2011
010320000.35.119.016078
ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 19

2011 წლი 14 აპრილი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე- 8 მუხლის მე- 2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად 1 დანართისა.

მუხლი 2. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად 2 დანართისა.

მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის 363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის 363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ხონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. გელენიძე

 

დანართი 1

ხონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

 

გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ფარი გადაკვეთილია, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილი. I ნაწილი – მეწამულ ველზე ოქროს ხარი; II ნაწილი – ლურჯი ველის ცენტრში მარჯვნივ მოთავსებულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ ა მართული ხელი, მარცხნივ ოქროს კვერთხი ჯვრის ფორმის ბუნიკით; III ნაწილი – მწვანე ველის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ხიდის მსგავსი ოქროს სარტყელით, ხოლო ქვედა სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელით.

 გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღია ჭიშკრით.

 ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ- მეწამული ბაბთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი „ხონი“.

 

 დანართი 2

ხონის მუნიციპალიტეტის დროშა

 

ხონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. მეწამული ჯვრის ცენტრში (გადაკვეთაზე) გამოსახულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი. მეწამული ჯვრის გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს დროშის 1/3-ზე. თეთრი ქობა წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. ხოლო მეწამული ჯვრის მკლავების სიგანე დროშის 1/8-ს. დროშის პირველი და მესამე ნაწილი მწვანეა, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილი ლურჯი.

 დროშის პროპორციაა 2: 3