საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68(75), 17/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
669
12/12/1999
სსმ, 68(75), 17/12/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №669

1999 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლლებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები, მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტები, ქ. თბილისისა და ადმინისტრაციული ერთეულების (ქალაქების) შესაბამისი სამსახურები, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციები – სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (დანართი) და დაწესებულებები ქმნიან ურბანიზაციისა და მშენებლობის, კომუნალური მეურ­ნეობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების ერთიან სახელმწიფო სისტემას“.

2. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი და დაემატოს იგი სამინისტროს დებულებას დანართის ფორმით.

ე. შევარდნაძე

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი

1.  „ცენტრი თბილზნიეპი“

2.  „ცენტრი საქსოფლპროექტი“

3.  „ცენტრი საქკომუნპროექტი“

4.  „თბილსახავტოგაზპროექტი“

5.  „ჰაბიტატ-ჯორჯია“

6.  „თბილარქთეორია“

7.  „თბილწყალგეო“

8.  „საქმშენორგმექტექსი“

9.  „საქბინპროექტი“.