დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის _ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციის ამავე სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნისა და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 569 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 31/12/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 07/01/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის _ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციის ამავე სამინისტროს გამგებლობაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაქმნისა და „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს გამგებლობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.
2. „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) გაუქმდეს დებულების მე-5 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია არის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების ხარისხიანად და შეუფერხებლად მომსახურების ორგანიზება;
ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;
გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის პროგრამების და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა;
ე) საგანგებო სიტუაციებში ან საომარი მოქმედებების დროს ქვეყანაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების მართვა, მათი სამობილიზაციო ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;
ვ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ტექნიკური და ეკონომიკური მონიტორინგი;
ზ) შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად დარგში ინსტიტუციური მშენებლობის, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზების ხელშემწყობი პირობების შექმნაში მონაწილეობა;
თ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული აქტების შემუშავებასა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მისი შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ი) ქვეყნის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მსოფლიოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირება, ქვეყნის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა, კომპეტენციის ფარგლებში სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვისათვის ხელშეწყობა;
კ) კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამინისტროს წარმომადგენლობა ელექტროკავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებში;
ლ) კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის, ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების ტექნიკური და ეკოლოგიური ნორმების შესაბამისი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მომსახურების უზრუნველსაყოფი ნორმატიული აქტების შემუშავება;
ო) ქვეყანაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია;
პ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების მშენებლობის და რეკონსტრუქციის პროექტებისა და მათი საინვესტიციო გეგმების ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) საფოსტო გადასახადის ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემის და გავრცელების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებაში მონაწილეობა და კავშირგაბმულობის თანამგზავრთა გეოსტაციონარული ორბიტის ეფექტიანი გამოყენების კოორდინაცია;
ს) ქვეყანაში მოქმედი კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების სახელმწიფო ზედამხედველობა და ექსპერტიზა;
ტ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
უ) სპეციალური კავშირების მართვის ორგანიზება საფოსტო დარგის ტექნოლოგიის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებისათვის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების წარმოებისათვის ხელშეწყობა;
ქ) ქვეყანაში ინფოკომუნიკაციების განვითარების სტრატეგიის განხორციელება, მსოფლიო ინფოკომუნიკაციების სივრცეში ქვეყნის ინფოკომუნიკაციების ქსელების ინტეგრირების უზრუნველყოფა;
ღ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელება;
ყ) მომხმარებელთა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში დასაქმებულ მეწარმეთა უფლებების დაცვა.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის, საკანონმდებლო საქმიანობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის (შემოკლებით _ იურიდიული) დეპარტამენტი;
ბ) მდგრადი განვითარებისა და კოორდინაციის დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი;
დ) სამინისტროს აპარატი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ვ) უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი ზედამხედველობის ინსპექცია;
ზ) ბუღალტერია.
4. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის, საკანონმდებლო საქმიანობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვა, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და ექსპერტიზა, სისტემაში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სისტემაში ინსტიტუციური რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საკანონმდებლო სივრცეში ინტეგრირების უზრუნველყოფა. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების მოწესრიგებაში მონაწილეობა, სამარ-თლებრივი აქტების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის ხელშეწყობა და მათი განხორციელების მონიტორინგი;
დ) საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურთან ურთიერთობის ორგანიზება.
5. მდგრადი განვითარებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური ანალიზი, პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება, სისტემის განვითარების ინდიკატიური გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სისტემის საფინანსო პოლიტიკის კოორდინაცია საბაზრო ურთიერთობათა თავისებურებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო შემოსავლების რეზერვების ძიება და მათი ამოქმედების შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) სატრანსპორტო სფეროში სატარიფო პოლიტიკის წარმართვა;
დ) სისტემაში კომერციალიზაციისა და პრივატიზაციის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ე) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მათი კოორდინირება;
ვ) დარგების, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავების ორგანიზება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ზ) სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა ფორმირება, ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზების პრობლემატიკის მართვა;
თ) საინვესტიციო პოლიტიკის კოორდინირება და საინვესტიციო და ტექნიკური პროექტების შესრულების მონიტორინგი;
ი) მარკეტინგული კვლევა და წინადადებათა შემუშავება კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით;
კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო ქონების ბაზაზე დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიზნობრივი ორიენტირების ფორმირება, დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;
ლ) საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) დარგების ფუნქციონირება და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ საინფორმაციო ბაზის ფორმირება და ანალიზი.
6. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან;
ბ) საინვესტიციო კაპიტალის, გრანტების მოზიდვის, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო კონტრაქტებისა და პროექტების შესრულების კოორდინირება, მათი განხორციელების მონიტორინგი;
დ) საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის რეკომენდაციათა შემუშავება;
ე) რეგიონალური პროექტების (ტრასეკა, პეტრა, ტაე და სხვ.) კოორდინირება.
7. სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია სამინისტროსთვის ადმინისტრაციული (კადრები, კანცელარია, შიდა სამეურნეო საკითხების მოწესრიგება) დახმარების უზრუნველყოფა მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო ყოველგვარი მომსახურების განსახორციელებლად.
8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) თანაშემწეობრივ-რეფერენტული, პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან მუშაობის წარმართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელების განვითარების სტრატეგიის განხორციელება დადგენილი წესით; ეროვნული საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი დანერგვისათვის ხელშეწყობა და სამამულო საქმიანობის ინტეგრირება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში; საინფორმაციო მართვის ახალი პრინციპების დამკვიდრება;
დ) ტრასეკასა და ტაეს მონაწილე ქვეყნების საინფორმაციო ნაკადების პროგნოზირებასა და რეგიონალურ მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა.
9. უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი ზედამხედველობის ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი;
ბ) ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა და მისი განხორციელების მონიტორინგი;
გ) საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად სფეროში უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ღონისძიებათა გეგმის შესრულების ზედამხედველობა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
დ) საჯარო მოხელეების საქმიანობის საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის მიზნით სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სფეროში მოქმედი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი დარღვევების საკითხთა მომზადება და სათანადო წინადადებების შემუშავება.
10. ბუღალტერიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშების სისრულისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ოპერატიული ინფორმაციისა და ბუღალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა;
ბ) ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული მეთოდური მითითებების შემუშავება დარგის თავისებურებების გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენცია, სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება მათი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ერთეულისა და“, ხოლო სიტყვის „ქვედანაყოფის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები: „და მის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების“.
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ერთეულისა და“, ხოლო სიტყვის „ქვედანაყოფის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები: და მის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების“.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები