„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 10/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
162
09/04/2002
სსმ, 33, 10/04/2002
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №162

2002 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მთელ ტექსტში სიტყვები „კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია“, აგრეთვე სიტყვები „საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი“.

2. დებულების მე-5 მუხლის სათაურში სიტყვის „სტრუქტურულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ერთეული და“.

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაცია“.

4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ნუმერაცია გადაინომროს მეორე პუნქტად და შესაბამისად გადაინომროს ამავე მუხლის სხვა პუნქტების ნუმერაციაც.

5. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ა) ქვეპუნქტი, ბ) ქვეპუნქტი გადაკეთდეს ა) ქვეპუნქტად და შესაბამისად ჩამოყალიბდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სხვა ქვეპუნქტების ანბანური განლაგება.

6. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტიდან გ) და დ) ქვეპუნქტები და შესაბამისად ჩამოყალიბდეს მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ქვეპუნქტების ანბანური განლაგება.

7. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) თანაშემწეობრივ-რეფერენტული, პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის წარმართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელების განვითარების სტრატეგიის განხორციელება დადგენილი წესით; ეროვნული საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი დანერგვისათვის ხელშეწყობა და სამამულო საქმიანობის ინტეგრირება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში; საინფორმაციო მართვის ახალი პრინციპების დამკვიდრება;

დ) „ტრასეკას“ და „ტაეს“ მონაწილე ქვეყნების საინფორმაციო ნაკადების პროგნოზირებასა და რეგიონალურ მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა“.

8. დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტში სიტყვის „სტრუქტურულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ერთეულისა და“.

ე. შევარდნაძე