დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 29/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №208
2001 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სასჯელისა და“.
2. მე-8 პუნქტში:
ა) ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.
3. მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს სიტყვა „განყოფილებების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქვეუწყებო დაწესებულებების“.
4. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VII. სამინისტროს სტრუქტურა
17. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და სამსახურებია:
1. კრიმინალური პოლიცია, რომლის შემადგენლობაშია:
ა) სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო,
ბ) კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო;
გ) ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიურო;
დ) ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველო;
ე) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის სამმრთველო;
ვ) შსს წარმომადგენლობა დსთ-ის ქვეყნებში;
ზ) დროებითი დაკავების საკანი.
2. ადმინისტრაციული პოლიცია, რომლის შემადგენლობაშია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო;
ბ) საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო;
გ) ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო;
დ) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო.
3. საგამოძიებო დეპარტამენტი
4. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტი
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
6. საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველო
7. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო
8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო
9. „ინტერპოლის“ ეროვნული ცენტრალური ბიურო
10. გენერალ გ.გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამსახური
11. შინაგანი ჯარები
12. სამინისტროს კონტროლის, კოორდინაციისა და უზრუნველყოფის სამსახურები:
ა) შტაბი;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო;
დ) იურიდიული სამმართველო;
ე) მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველო;
თ) საქმეთა მმართველობა.“.
5. მე-18 და მე-19 პუნქტებში სიტყვები „პოლიციის დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვით „პოლიციის“.
6. 21-ე პუნქტს დაემატოს სიტყვები „სამინისტროს კუთვნილი ტვირთის შეუფერხებელი გადაზიდვა“.
7. 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 23-ე და 25-ე პუნქტებში სიტყვა „დეპარტამენტი“ შეიცვალოს „მთავარ სამმართველოდ“.
9. 28-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 29-ე პუნქტში სიტყვები „სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების დაცვა, მსჯავრდებულთა და განსასჯელ პირთა ბადრაგობა“ ამოღებულ იქნეს.
11. 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კადრებსა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კადრების შემადგენლობის თვისებრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია, შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და სათანადო რეაგირება, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა“.
12. 34-ე პუნქტს დაემატოს სიტყვები „სამინისტროს კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა“.
13. 35-ე პუნქტში სიტყვა „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით „სამმართველო“, ხოლო ბოლოში დაემატოს სიტყვები „საჯარო რეესტრის წარმოება და საჯარო ინფორმაციის გაცემა“.
14. 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა;
ბ) შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა მიერ კორუფციისა და თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი ნორმების დარღვევის ადმინისტრაციული და დისციპლინური გადაცდომის წინააღმდეგ ბრძოლა.“.
15. 38-ე პუნქტში სიტყვები „სამედიცინო დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველო“.
16. მე-40 პუნქტში ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება „აგრეთვე მსჯავრდებულ პირთა გადაყვანა და მათი დაუბრკოლებელი გადაადგილების კონტროლის განხორციელება“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები