დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 23/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №203
2001 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-9 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„IX. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
42. სამინისტროს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი მიზანია მინისტრის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მართვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა და უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;
დ) იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროს უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, სამინისტროში არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება, სამართლებრივი დასკვნების გაცემა, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;
ე) საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სამინისტროს საგარეო ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ხასიათის მომსახურება, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვის ღონისძიებათა გატარება;
ზ) სტრატეგიული განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო სექტორის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა დამუშავება, დარგობრივი და საფინანსო პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება, ბიუჯეტთან ფინანსური ურთიერთობის რეგულირება;
თ) კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციებია – სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, დარგში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების შემუშავება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები