დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110415003, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.35.134.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/04/2011 - 31/08/2018)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება № 12
2011 წ ლის 8 აპრილი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 43 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენ ო ბა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ -მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ -მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტური ს გამოყენებით და კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1 მ -მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადო ე ბრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ -მდე სი მ აღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენება -ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წ ყა ლარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ი ფასადი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ -იან ზონაში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა -ნაგებობის მშენებლო ბი სათვის/განთავსებისათვის (გარდა 1 -ლი პუნქტის „გ “, „ვ “, „ზ “ და „ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა -ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით “ ;
ბ) საზოგადოებ რივი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობი სათვის / განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის „გ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლობ ის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
3. ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში განთავსებულად ან/და საზოგადოებ რი ვი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ შენობა-ნაგებობასა და წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ან სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
4 . ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №27 დადგენილება.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები