საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 11/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
123
06/04/2001
სსმ, 34, 11/04/2001
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №123

2001 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის  №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №667 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატებები:

1. VII თავის 23-ე პუნქტის „ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტი;

ზ) რეპატრიაციის დეპარტამენტი;

ი) მინისტრის აპარატი;“.

2. VII თავის 23-ე პუნქტს დაემატოს „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ნ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ო) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონ­შე­მოქმედებითი საქმიანობის სამსახური;

პ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება“.

3. VII თავის 28-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიგრაციის საინ­ფორმაციო ბანკის შექმნა“  და სიტყვები „რეგისტრაციისა და ინფო­რმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს“   შეიცვალოს  სიტყვებით „ რეგისტრაციის დეპარტამენტი“.

4. VII თავის 30-ე პუნქტში სიტყვა „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტის“.

5. VII თავის 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მინისტრის აპარატის  ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მმართ­ველობითი საქმიანობის დოკუმენტური უზრუნველყოფა, მინისტრის მისაღებისა და საკადრო საქმიანობის ორგანიზაცია“.

6. VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33I, 33II და 33III  პუნქტები:

„33I. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფა. ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა აღრიცხვა-რეგისტრაციის კომპიუტერული მომსახურება, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის საქმიანობის უზრუნველყოფა. სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის  კომპიუტერული მომსა­ხურება, დამუშავება, დაცვა, საჯარო რეესტრში შეტანა, საზოგა­დოე­ბასთან ურთიერთობის ხელშეწყობა.

33II. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშე­მოქმედებითი საქმიანობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმია­ნობის კოორდინაცია და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ორგანიზაცია.

33III. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სამეურნეო მუშაობის ორგანიზაცია“.

7. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდეს 2001 წლისათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აპარა­ტისათვის დამტკიცებული რიცხოვნობისა და საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

8. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ლტოლ­ვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში ცვლილე­ბების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №336 ბრძანებულება.

 ე. შევარდნაძე