დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 397 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 21/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/09/2004 - 12/11/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №397
2004 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს (ISAB) რეკომენდაციის გათვალისწინებით, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია და 2004 წლის 01 ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების წინამდებარე ბრძანებულების დანართში აღნიშნული ქვედანაყოფები, არსებული საშტატო რიცხოვნობით, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (გ. ბარამიძე).
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფების და ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა (ი. ოქრუაშვილი) და თავდაცვის (გ. ბარამიძე) სამინისტროებმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (კ. ბენდუქიძე) ერთად უზრუნველყონ გადაცემული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია):
ა) 2004 წლის 01 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გადაცემული ქვედანაყოფებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიმართვის მიზნით;
ბ) მოამზადოს და 2004 წლის 15 დეკემბრამდე წარმოადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) გადმოცემული საშტატო რიცხოვნობისა და დაფინანსების გათვალისწინებით 01 ნოემბრამდე უზრუნველყოს გადაცემული ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და მათი დაკოპლექტება შექმნიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა.
მ. სააკაშვილი
| № | სამხედრო ნაწილის დასახელება | პირადი შემადგენლობა შტატით | ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი | შენიშვნა |
| 1 | ს/ნ 2051 | 207 | ქ. თბილისი | შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს გარეშე |
| 2 | ს/ნ 2052 | 1315 | ქ. თბილისი |
|
| 3 | ს/ნ 2053 | 123 | ქ. თბილისი |
|
| 4 | ს/ნ 2054 | 667 | ქ. თბილისი |
|
| 5 | ს/ნ 2055 | 710 | ქ. თბილისი |
|
| 6 | ს/ნ 2056 | 740 | ქ. ქუთაისი |
|
| 7 | ს/ნ 2082 | 567 | ქ. ფოთი | მათ შორის – ს/ნ 2072 (ზუგდიდი) – ს/ნ 2074 (ფოთი) |
| 8 | ს/ნ 2057 | 71 | ქ. თბილისი |
|
| 9 | ს/ნ 2059 | 90 | ს. საგურამო |
|
| 10 | ს/ნ 2062 | 817 | ქ. გორი |
|
| 11 | II სამმართველო (აფხაზეთი) | 676 | ქ. ტყიბული |
|
| 12 | ს/ნ 2081 | 161 | ქ. თბილისი |
|
| 13 | ს/ნ 2084 | 1361 | ს. მუხროვანი | მათ შორის: – ს/ნ 2066 (თელავი) |
| 14 | საგანგებო სიტუაციების სამსახური | 89 | ქ. თბილისი |
|
|
| სულ: | 7594 |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები