„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 09/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
372
07/09/2004
სსმ, 98, 09/09/2004
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/09/2004 - 14/09/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 372

2004 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების, მისი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის, თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და შემდგომი განვითარების, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების პროცესის დაჩქარების მიზნით:

1. შეიქმნას „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვის” შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი ალასანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

დავით ნაირაშვილი – საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

ნატო ჯავახიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე – კომისიის მდივანი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.

3. კომისიამ 2005 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს „საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა” და უზრუნველყოს კონცეპტუალური დოკუმენტების, სათანადო რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადება და მათი, შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობისათვის დასამატკიცებლად წარდგენა.

4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (გ. ბეჟუაშვილი) სამ თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მ. სააკაშვილი