დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 03/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №314
2002 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-12 მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი;“
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) ნოტარიატის დეპარტამენტი.“
ბ) მე-19 მუხლის:
ბ.ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“;
ბ.ბ) ამოღებულ იქნეს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები.
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201.
ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;
გ) თანამშრომლობა სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ნოტარიატის საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და დებულებით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტაში;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფა.“.
2. ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილებები და დამატებები განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისათვის 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები