საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული სპეცსახსრების აკუმულირების წესის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული სპეცსახსრების აკუმულირების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
535
26/12/2001
სსმ, 1, 04/01/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული სპეცსახსრების აკუმულირების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2002 - 06/03/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №535

2001 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული სპეცსახსრების აკუმულირების წესის შესახებ

„საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებისა და „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საკონსულო მოქმედებების შესრულებისას წარმოშობილი ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურებისა და დამატებითი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით:

1. „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მოქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 და 2001 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულებებით გათვალისწინებული სპეცსახსრების აკუმულირება განხორციელდეს საქართველოს სახაზინო სამსახურის სპეციალური სახსრების ეროვნული და უცხოური ვალუტის შესაბამის ანგარიშებზე.

2. უცხოეთის ქვეყნებში ვალუტის კონვერტაციასა და გზავნილებებთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან ასაცილებლად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში მიღებული შემოსავლებიდან სპეცსახსრების ხარჯვა განხორციელდეს ადგილებზე შემოსავლების მიმღები დიპლომატიური დაწესებულებების საბიუჯეტო გეგმით დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში.

აღნიშნული თანხების აკუმულირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე მოხდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში გადასაგზავნი დაფინანსებიდან, მათ მიერ ადგილზე დახარჯული თანხების ეკვივალენტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე გადატანის გზით.

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუფერხებლად მოახდინოს საბიუჯეტო ანგარიშებზე მიღებული დაფინანსებიდან თანხების გადატანა სპეციალური სახსრების შესაბამის ანგარიშებზე.

4. იმ დიპლომატიურმა დაწესებულებებმა, რომელთაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ექნებათ სპეცსახსრების ხარჯთა ნუსხა, მიღებული შემოსავლები პრიორიტეტულად მიმართონ ამ ხარჯების დასაფინანსებლად.

ხარჯთა ნუსხის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების აკუმული­რება მოხდეს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

იმ შემთხვევაში, თუ სპეცსახსრების შემოსავლები აღემატება საბიუჯეტო გეგმით დამტკიცებული წლიური დაფინანსების შევსების მოთხოვნას, ჭარბი შემოსავლები მიმართულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე ან სხვა დიპლომატიური დაწესებულებების დასაფინანსებლად.

აღნიშნული საკითხები გადაწყდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტივების საფუძველზე.

5. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 და 2001 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში სპეცსახსრების პროცენტულ მაჩვენებელთა კორექტივების შედეგად მიღებული შემოსავლების აკუმულირება განხორციელდეს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე