დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 567 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 01/10/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49(56), 06/10/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №567
1999 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 ნოემბრის N618 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის საბჭოს დროებით რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის (თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
საბჭოს მდივანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 95 პროცენტი;
საბჭოს წევრი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 90 პროცენტი.“.
2. 45-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს წინადადება: „განსაზღვრავს დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას“.
3. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
- სექტორის უფროსი, კანცელარიის გამგე – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტი;
- თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 55 პროცენტი;
- უფროსი კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტი;
- კონსულტანტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 45 პროცენტი;
- რეფერენტი – იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტი.“.
4. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების ანაზღაურება მოხდეს 1999 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები