დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 526 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 25/12/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2001 - 02/05/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №526
2001 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულებისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისიის შექმნის შესახებ
2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდაციის, გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის №1373 რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით:
1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო ეროვნული ანტიტერორისტული კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა ნაცვლიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი ალასანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით გულუა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ბადრი დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
გიორგი კაპანაძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
ვასილ სანებლიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
გრიგოლ ტატიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის რეფერენტი, კომისიის მდივანი
ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ოთარ ჩიხრაძე – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2. ეროვნული უშიშროების საბჭომ ექვს თვეში ერთხელ მოისმინოს კომისიის ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს №1373 (2001) რეზოლუციის შესრულების და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანი მოქმედების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შესახებ გაწეული მუშაობის თაობაზე.
3. კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტულ კომიტეტთან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები