დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 24/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2004 - 06/03/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №343
2004 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული დამოუკიდებელი სტრუქტურული დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. დეპარტამენტს აქვს ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდების აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები
1. დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ბ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს;
გ) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთო სასამართლოთა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სასამართლოთა შენობების მდგომარეობის თაობაზე;
ე) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს, საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, სასამართლოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებს თანამედროვე ტექნოლოგიებით და სათანადო შენობა-ნაგებობით;
ზ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებს მატერიალურ-ტექნიკურად;
თ) უზრუნველყოფს მოსამართლეთა და საერთო სასამართლოს აპარატის მოხელეთა სოციალური დაცვის გარანტიებს;
ი) სასამართლოთა მოთხოვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალით.
2. საერთო სასამართლოებისათვის ერთიანი სამართლებრივი ინფორმაციის სისტემის შექმნის, სამართლებრივი ინფორმაციის ნაკადის თავისუფალი მიმოქცევისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი:
ა) ქმნის სამართლებრივი ინფორმაციის სერვისულ-საკონსულტაციო ბაზას;
ბ) მონაწილეობს სამართლებრივი ინფორმაციის სახელმწიფო პროგრამის მომზადებაში;
გ) მონაწილეობს საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭირო კომპიუტერული სისტემების და ქსელების შემუშავებასა და დანერგვაში; ხელს უწყობს სამართლებრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საკომუნიკაციო საშუალებათა განვითარებას;
დ) მონაწილეობს სამართლებრივი ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შემუშავების პროგრამაში;
ე) მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების საქმისწარმოებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში.
მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია
თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სასამართლოთა მოთხოვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე საერთო სასამართლოებისათვის საკანონმდებლო სიახლეების დროულად მიწოდება;
დ) სასამართლოთა მოთხოვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე იურიდი-ული ლიტერატურისა და სხვა მასალის გამოცემის უზრუნველყოფა;
ე) სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნება;
ვ) საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება;
ზ) საერთო სასამართლოთა საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება, განკარგვა და მათი ხარჯვის კონტროლის განხორციელება;
თ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საერთო სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის შემოწმება;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული სახელმწიფო ბაჟის, სარეგისტრაციო მოსაკრებლების, ჯარიმის და სხვა შემოსავლების შესახებ საერთო სასამართლოებიდან ყოველთვიურად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვა, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
ლ) მოსამართლეთა კონფერენციის, ადმინისტრაციული კომიტეტისა და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური მხარის უზრუნველყოფა;
მ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა;
ნ) საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით.
3. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
ბ) ყოველწლიურად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს სასამართლოების ადმინისტრირებისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების სრულყოფასთან დაკავშირებით;
დ) უფლებამოსილია მოსამართლეთა კონფერენციისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე აღძრას საკითხი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების გათავისუფლების შესახებ;
ე) უფლებამოსილია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შექმნას სათათბირო ორგანოები – კოლეგია, კომისია და სხვ.; განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოვალეობა და საქმიანობის წესი;
ვ) ერთპიროვნულად წარმოადგენს დეპარტამენტს და შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მინიჭება;
ზ) საერთო სასამართლოთა გამართული საქმიანობისათვის ორგანიზაციას უწევს მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს განსახილველად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების პროექტებს;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესახებ;
კ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ლ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს შესაბამის ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებული საკითხების შესახებ;
მ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალურ აქტებს;
ო) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობის სამმართველო;
გ) ცენტრალური ბუღალტერია;
დ) ინფორმატიზაციის სამმართველო;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ვ) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.
მუხლი 6. ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო
ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტის ფორმირებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმარებას, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმურ განაწილებას, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარჯების გეგმის შედგენას;
გ) შეიმუშავებს საერთო სასამართლოებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს;
დ) დადგენილი წესით აღრიცხავს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს;
ე) ამუშავებს და აღრიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული სახელმწიფო ბაჟის, სარეგისტ-რაციო მოსაკრებლების, ჯარიმების და სხვა შემოსავლების შესახებ საერთო სასამართლოებიდან ყოველთვიურად მიღებულ ინფორმაციას, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
ვ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად.
მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობის სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთო სასამართლოებისათვის საჭირო მცირეფასიანი და ძირითადი საშუალებების შესყიდვა-მიწოდებას; სასაწყობე მეურნეობის მეშვეობით ასრულებს საერთო სასამართლოების სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს, ახორციელებს საერთო სასამართლოების სამეურნეო საქმისწარმოებას;
ბ) განიხილავს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, ტექნიკური გადაიარაღების და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ხარჯთა ნუსხის დოკუმენტაციას, ამოწმებს მათი მოხმარებისა და დაცვის პირობებს;
გ) ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალური ფასეულობების ტექნიკურ ზედამხედველობას.
მუხლი 8. ცენტრალური ბუღალტერია
ცენტრალური ბუღალტერია თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. ინფორმატიზაციის სამმართველო
ინფორმატიზაციის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისათვის ერთიანი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის შექმნას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებათა, აგრეთვე სამართლებრივი ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის გამოყენებას;
ბ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელის მოხმარებას, ქსელის ტექნიკურ ექსპლუატაციას, ახორციელებს სასამართლოს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელისა და კომპიუტერული პარკის ტექნიკურ მეთვალყურეობას;
გ) უზრუნველყოფს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე, საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების (კომპიუტერული პროგრამების) დანერგვასა და გამოყენებას;
დ) ქმნის ერთიან საინფორმაციო კომპიუტერულ ბაზას, ახორციელებს მონაცემთა ცალკეული ბაზების (ბაზებში დაცული ინფორმაციის) მართვას, სასამართლოების კომპიუტერულ (ლოკალურ) ქსელში შემავალი და სასამართლოებიდან გამავალი ინფორმაციული ნაკადების ადმინისტრირებას;
ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოების ვებ-გვერდის შექმნას, ვებგვერდის მონაცემთა ბაზების ფორმირებასა და განვითარებას, ვებგვერდის პროგრამული საშუალებების სრულყოფას.
მუხლი 10. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მომზადებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 11. საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური
საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, კადრების შემადგენლობის გაუმჯობესებას, მათ შერჩევას, განაწილებას და პროფესიული დონის ამაღლებას, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაციას, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მხრიდან შრომის შინაგანაწესის შესასრულებლად კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას;
ბ) დეპარტამენტის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-დამუშავებას, აგრთვე მათ დანიშნულებისამებრ გადაცემას;
გ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ სრულყოფას;
დ) დეპარტამენტის საქმიანობისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.
დანართი №2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
| ||
| თანამდებობა | რაოდ. | სარგო |
| თავმჯდომარე | 1 | 630 |
| თავმჯდომარის მოადგილე | 2 | 400 |
| ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო | 6 |
|
| სამმართველოს უფროსი | 1 | 380 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე – ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის განყოფილების უფროსი | 1 | 345 |
| ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის განყოფილება |
|
|
| კონსულტანტი | 2 | 265 |
| საბიუჯეტო განყოფილება |
|
|
| განყოფილების უფროსი | 1 | 330 |
| კონსულტანტი | 1 | 265 |
| მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობის სამმართველო | 8 |
|
| სამმართველოს უფროსი | 1 | 380 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე – განყოფილების უფროსი | 1 | 345 |
| სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზაციის კონსულტანტი | 1 | 265 |
| კონსულტანტი | 1 | 265 |
| მომარაგების განყოფილება |
|
|
| კონსულტანტი | 1 | 265 |
| სპეციალისტი | 2 | 180 |
| ცენტრალური საწყობი |
|
|
| საწყობის გამგე – სექტორის უფროსი | 1 | 300 |
| ცენტრალური ბუღალტერია | 6 |
|
| მთავარი ბუღალტერი – სამმართველოს უფროსი | 1 | 380 |
| მთავარი ბუღალტრის მოადგილე-სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 | 345 |
| კონსულტანტი | 2 | 265 |
| სპეციალისტი | 2 | 180 |
| ინფორმატიზაციის სამმართველო | 5 |
|
| სამმართველოს უფროსი | 1 | 380 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 | 345 |
| კონსულტანტი | 3 | 265 |
| სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება | 2 |
|
| განყოფილების უფროსი | 1 | 330 |
| კონსულტანტი | 1 | 265 |
| საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური | 9 |
|
| სამსახურის უფროსი | 1 | 380 |
| საქმისწარმოებისა და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება განყოფილების უფროსი | 1 | 330 |
| კონსულტანტი | 1 | 265 |
| სპეციალისტი | 1 | 180 |
| ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება განყოფილების უფროსი | 1 | 330 |
| იურისტი-კონსულტანტი | 1 | 265 |
| სპეციალისტი | 1 | 180 |
| მდივან-რეფერენტი-კონსულტანტი | 1 | 265 |
| კომენდანტი-სპეციალისტი | 1 | 180 |
| სულ | 39 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები