თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილებაში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილებაში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/3
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110414019, 18/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.157.016042
  • Word
5/3
13/04/2011
ვებგვერდი, 110414019, 18/04/2011
200230000.35.157.016042
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილებაში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება  №5/3

2011 წლის 13 აპრილი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილებაში, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს  ცვლილება  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“;

2. შეტანილ იქნეს  ცვლილება  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/3 დადგენილების პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 1)“;

3. შეტანილ იქნეს  ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პირველი მუხლის მიხედვით ქ.თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

I mG

I TL

C

K

Cn (ლარი)

0.23

1

0.24

90

4.968

 

4. შეტანილ იქნეს  ცვლილება  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს.

ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს“.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   გ. მესტვირიშვილი