დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/2 დადგენილებაში, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/2 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110414018, 18/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 21002001035157016042 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5/2
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/2 დადგენილებაში, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/2 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სათიბები ( მათ შორის გაკულტურებული) | 22 |
| 2 | საძოვრები ( მათ შორის გაკულტურებული) | 18 |
| 3 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 40 |
| 4 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
| 5 | კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები | 90 |
“
2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 და მე-6 მუხლები.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:
| № | ტერიტორია | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. თეთრიწყარო , დაბა მანგლისი | 1 | 0.24 | 0.24 |
| 2 | სოფლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია | 0.5 | 0.24 | 0.12 |
“.
4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 1 .
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი ( მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები