უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 10/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
499
06/12/2001
სსმ, 132, 10/12/2001
000000000.00(0).000.000000
უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/12/2001 - 19/12/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №499

2001 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლებრივი რეფორმა. სასამართლო რეფორმის ფონზე დღის წესრიგში დადგა უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების არა ცალკეული რგოლების, არამედ სრულმასშტაბიანი, ურთიერთშეჯერებული, ერთიან კონცეფციაზე დაფუძნებული რეფორმის განხორციელების აუცილებლობა. განვლილმა პერიოდმა და სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეპიზოდური, ცალკეულ უწყებებში განხორციელებული ერთჯერადი, თუნდაც საფუძვლიანი რეფორმები ნაკლებად ეფექტურია.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, პროკურატურის ორგანოების მიერ მოკვლევაზე ზედამხედველობა და გამოძიების პროცესუალური ხელმძღვანელობა ურთიერთდაკავშირებულ ერთიან უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, რაც სამართალდაცვის ორგანოების ერთიანი ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობას მოითხოვს. უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემუშავების მიზნით:

1. შეიქმნას უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ლადო ჭანტურია  – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე

ჯემალ გახოკიძე   – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ აბაშიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს პარლამენტის კანონიერებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ გაბრიჩიძე – საქართველოს გენერალური პროკურორი

ოთარ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის პროფესორი

გია გეწაძე  – საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი

ვახტანგ გვარამია               – საქართველოს პარლამენტის წევრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი

რევაზ გოგშელიძე            – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დოცენტი

კობა დავითაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნანა დევდარიანი – საქართველოს სახალხო დამცველი

ვახტანგ თორდია –  აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდო­მარე

გიორგი ინწკირველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მაია მწარიაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი, კომისიის მდივანი

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

ზაზა რუხაძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

მერაბ ტურავა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

დავით უსუფაშვილი – იურისტი

რომან შენგელია   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პაატა ცნობილაძე  – საქართველოს იურისტთა კავშირის თავმჯდომარე

ლევან ძნელაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

ვალერიან ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

ჯონი ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

გია ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი

როსტომ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპი­კერი.

2. კომისიამ შეისწავლოს და გააანალიზოს სხვა ქვეყნების გამოცდილება უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების ორგანიზაციული და ფუნქციური საქმიანობის თვალსაზრისით.

3. კომისიამ იხელმძღვანელოს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და მინისტრთა კაბინეტის საგანგებო რეზოლუციით სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით.

4. კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ საერთაშორისო და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სპეციალიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, სამართლის შესაბამისი დარგის ექსპერტებთან.

 5. კომისიამ 2002 წლის 15 აპრილამდე განსახილველად წარმოადგინოს უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის კონცეპტუალური მოდელი.

ე. შევარდნაძე