განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
746
22/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
000000000.00.000.000000
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1997 - 11/04/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №746

1997 წლის 22 დეკემბერი

ქ.თბილისი

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მხარდაჭერის უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგრეთვე ახალგაზრდობის შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით:

დამტკიცდეს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

დებულება განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ

ეს დებულება განსაზღვრავს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიების და გრანტების მინიჭების პირობებსა და წესს.

I. ზოგადი დებულებანი

1. პრეზიდენტის სტიპენდია და გრანტი გამიზნულია იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, მედიცინის, გამომგონებლობის და სხვა სფეროებში.

2. პრეზიდენტის სტიპენდია ან გრანტი შეიძლება მიენიჭოს 7-დან 25 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც არ იღებენ სხვა სახელობით სტიპენდიას ან გრანტს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამინისტროების ან სამთავრობო დაწესებულებების, უცხოეთის თუ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული გრანტი საკმარისი არ არის მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.

3. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭებისათვის საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, სახელმწიფო კანცელარიის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლები.

II. პრეზიდენტის სტიპენდია

4. პრეზიდენტის სტიპენდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის ენიჭებათ განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ სასაწავლო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო ან სპეციალურ, უმაღლეს ან სხვა ტიპის სასაწავლებელში.

5. პრეზიდენტის სტიპენდია წესდება თვეში 100 ლარის ოდენობით, სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

6. კომისიას უფლება აქვს განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს პრეზიდენტის სტიპენდია დაუნიშნოს რამდენიმე წლის განმავლობაში.

7. კომისიას უფლება აქვს სტიპენდიანტს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი მიიჩნევს, რომ ბავშვი ან ახალგაზრდა, ამ სტიპენდიას აღარ იმსახურებს. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი ორგანოს შესაბამისი წარდგინების შემდეგ.

III. გრანტი

8. გრანტი ენიშნებათ განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას (საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებლად, ნაშრომისათვის კრებულის გამოსაცემად, სპორტულ შეჯიბრებაში მომზადებისა და მონაწილეობისათვის, კონკურსსა და სიმპოზიუმში მონაშილეობის მისაღებად, აგრეთვე პროფესიული საჭიროებისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და სხვ.)

9. გრანტისათვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

10. გრანტის მიმღები ვალდებულია წლის ბოლომდე გრანტის მიზნობრივი ხარჯვის ანგარიში წარუდგინოს კომისიას. ამ ანგარიშს თან უნდა ერთოდეს სათანადო დოკუმენტაცია.

IV. განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიის და გრანტის მიმნიჭებელი კომისიის შექმნის შესახებ

11. კომისიის რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

12. საჭიროების შემთხვევაში კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.

V. კომისიის მუშაობის და პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების წესი

13. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მისანიჭებლად განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების წარდგენის უფლება აქვთ სამინისტროებს, დეპარტამენტებს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, შემოქმედებით კავშირებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასაწავლო დაწესებულებებს.

14. პრეზიდენტის სტიპენდიაზე ან გრანტზე წარმდგენი დაწესებულებები და ორგანიზაციები შესაბამის დოკუმენტაციას (განაცხადი, 3 რეკომენდაცია, მათ შორის ერთი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონული განყოფილებიდან, დიპლომები, სიგელები, ნაშრომები, საგაზეთო პუბლიკაციები) წარადგენენ კომისიის სახელზე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს რაზეა წარდგენილი კანდიდატი: პრეზიდენტის სტიპენდიაზე თუ გრანტზე.

15. განცხადების წარდგენის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი და ცხადდება პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით.

16. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

17. კომისია განაცხადებს განიხილავს სხდომაზე: პრეზიდენტის სტიპენდიის თაობაზე კალენდარული წლის დადგომამდე, ხოლო პრეზიდენტის გრანტის თაობაზე – შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში, კვარტალში ერთხელ და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.

18. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა 2/3-ზე მეტი.

19. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მოსაპოვებლად კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.

20. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატურის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.

21. პრეზიდენტის სტიპენდია ან გრანტი მიენიჭებათ იმ კანდიდატურებს, რომლებიც მიიღებენ კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას.

22. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების თაობაზე საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

23. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის დანიშვნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.