დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 533 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 20/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მასობრივი განადგურების იარაღის, სხვა სახის იარაღის, მათი შექმნის ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ანტიტერორისტული კოალიციის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მიზნით „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 და №3 დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობაში (№2 დანართი) შეყვანილ იქნეს ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. „საქართველოს უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წესის შესახებ“ დებულების (№3 დანართი) მე-2 თავის მე-14 პუნქტს ბოლოში დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით:
„ – სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის განხორციელების დროს უზრუნველყოფს დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების, აგრეთვე არსებული საერთაშორისო და ორმხრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას წარუდგენს დასკვნას“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები