დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110414008, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016063 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/561
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2010 წ., №125, მუხ. 1818) დამტკიცებულ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.”.
2. მე-4 მუხლის „ლ” ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეზე;”.
3. მე-6 მუხლის პირვე ლი პუნქტის „ჰ8” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ8. თავმჯდომარესთან და თავმჯდომარის მოადგილესთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, კორესპონდენციის აღრიცხვა, თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის სხვადასხვა დავალებების შესრულება.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები