დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 516 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/04/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 07/09/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №516
1998 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის №124 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამლეთ ბაბილაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი, კომისიის თანათავმჯდომარე
მინდია უგრეხელიძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კომისიის თანათავმჯდომარე
შუქია აფრიდონიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი
ზურაბ ახვლედიანი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის წევრი
ჯემალ გახოკიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ოთარ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ამირან გომართელი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ბესარიონ ზოიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გივი ინწკირველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თენგიზ ლილუაშვილი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ვალერიან ლორია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გია მეფარიშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
დავით მუმლაძე – იუსტიციის საბჭოს მდივანი
მაია მწარიაშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი
გიორგი ნადარეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ქართული სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თედო ნინიძე – იუსტიციის საბჭოს წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
მიხეილ სააკაშვილი – პარლამენტის წევრი
დავით სულაქველიძე – საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გიორგი ტყეშელიაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
აპოლონ ფალიაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თენგიზ შარმანაშვილი – პარლამენტის წევრი
ალექსანდრე შუშანაშვილი – საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრის დირექტორი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ლია ხვედელიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას:
ა) საქართველოს კანონთა წიგნის მომზადებისა და გამოცემის რედაქცია, რომელიც 2000 წლისათვის უზრუნველყოფს საქართველოს კანონთა კრებულის გამოცემას;
ბ) ბეჭდვითი ორგანო "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი ნორმატიული აქტების პერიოდულ გამოცემას.“.
3. მე-5 პუნქტს სიტყვების „კანონთა წიგნის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, ხოლო სიტყვები „(თ. ნინიძე)“ შეიცვალოს სიტყვებით „(ლ. ჭანტურია)“.
4. მე-6 და მე-7 პუნქტში სიტყვები „კომისიისა და კანონთა წიგნის რედაქციის“ შეიცვალოს სიტყვებით „კომისიის, საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციების.
5. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კანონთა წიგნის რედაქციის ხარჯთა ნუსხაში (დანართი №7) კანონთა წიგნის რედაქციის ინვენტარის შეძენის ხარჯების ცხრილის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული თანხიდან 10 000 (ათი ათასი) ლარი მიზნობრივად მოხმარდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემას.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები