საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 18/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
305
18/06/2002
სსმ, 62, 18/06/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2006 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №305

2002 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მაისის №261 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის თანდართული შემადგენლობა.

2. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. კომისიის ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – სალიკვიდაციო კომისია) შექმნილია „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მაისის №261 ბრძანებულების შესაბამისად.

2. კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.

3. კომისია უზრუნველყოფს:

ა) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციასა და ფინანსთა სამინისტროს ბალანსის შედგენას;

ბ) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას;

გ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანის განხორციელებას.

4. კომისიის მიერ განხორციელებულ სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ ეცნობოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.

    მუხლი 2. კომისიის სხდომები

1. კომისიის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ კომისიის ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.

2. კომისიის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომის ორგანიზაციულ საკითხთა მოგვარებას უზრუნველყოფს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს ერთი დღისა კომისიის წევრებს განსახილველად აწვდის საკითხთა ნუსხას თანდართულ მასალებთან ერთად.

4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი მდივანი.

5. სამთავრობო კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილების ვადა

კომისიის უფლებამოსილება წყდება მის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად სალიკვიდაციო ღონისძიებათა დასრულებისთანავე.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

დავით ზოიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის აპარატის უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.