დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 19/06/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №235
2001 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ" დებულების II თავის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) სააეროდრომო სადისპეტჩერო მომსახურება;
თ) ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს რაიონების (ქალაქების) წყალმომარაგების საწარმოები (წყალკანალები).“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები