„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 19/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
98
15/03/2001
სსმ, 25, 19/03/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №98

2001 წლის 15 მარტი

ქ. თბილის

„საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №92 ბრძანებულებით  დამტკიცებული საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების  IV თავის მე-10 მუხლის:

ა) „პ“ პუნქტში სიტყვები „სტატისტიკური სტანდარტების სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „სტატისტიკური სტანდარტებისა და რეგისტრის სამმართველო“;

ბ) „რ“ პუნქტში სიტყვები „სტატისტიკის ორგანიზაციის სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება“;

გ) „ს“ პუნქტში სიტყვები „საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“;

დ) „უ“ პუნქტში სიტყვები „სამეურნეო მომსახურების დირექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „სამეურნეო მომსახურების სამმართველო.“;

2. დებულების IV  თავის  მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი „ფ“ პუნქტი:

„ფ) კადრების სამმართველო..

3. დებულების  25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. სტატისტიკური სტანდარტებისა და რეგისტრის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია ყველა სახის სტატისტიკური სტანდარტის შემუშავება და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა, საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეგისტრის შექმნა და წარმოება, ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის კლასიფიკატორების შემუშავება, წარმართვა და დანერგვა, კლასიფიკაციისა და კოდირების ეროვნული სისტემის ნორმატიულ-მეთოდოლოგიური ბაზის შემუშავება, ქვეყანაში აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფის შესაბამისი ფორმების, ბლანკების შემუშავების, ტირაჟირების ორგანიზების უზრუნველყოფის  სამუ-შაოების განხორციელება..

4. დებულების 27-ე მუხლში სიტყვა „ცენტრის“ შეიცვალოს სიტყვით „სამსახურის“;

5. დებულების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციისა და გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების ორგანიზება ერთიანი პოლიტიკის საფუძველზე..

6. დებულების 29-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს  სიტყვები „სისტემაში კადრების შერჩევის, განაწილებისა და დანიშვნის..

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 291  მუხლი:

„291. კადრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია სისტემაში კადრების შერჩევა, განაწილება და დანიშვნის ორგანიზება, სპეციალიზებული ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა, დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების ხელმძღვანელობა, მასში სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების ორგანიზება..

8. დებულების 30-ე მუხლში სიტყვა „დირექციის“ შეიცვალოს სიტყვით „სამმართველოს..

9. დებულების 31-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამეცნიერო-ინფორმაციული ცენტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“.

ე. შევარდნაძე