დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვისაგან დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 13/02/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/1998 - 06/10/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №72
1998 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვისაგან დაცვის შესახებ
1. პლაჟებზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე, რომლის პრივატიზება დაუშვებელია, აიკრძალოს ყოველგვარი კაპიტალური მშენებლობა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან პროექტების შეთანხმების გარეშე.
2. სამართალდამცავმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ორგანოებმა აღკვეთონ პლაჟებიდან და მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის უნებართვო ამოღება და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო საწარმო „სანდისთან“ ერთად გაუწიონ მკაცრი სახელმწიფო კონტროლი აღნიშნული ღონისძიების შესრულებას. სანაპირო ზოლის რომელიმე მონაკვეთზე დაგროვილი ჭარბი პლაჟშემქმნელი მასალის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ნაპირფორმირების მართვის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ყველა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა, რომელთა საქმიანობა გამოიწვევს ზღვისა და მდინარეების ნაპირების წარეცხვას, უნდა გაითვალისწინონ ნაპირდაცვისათვის საჭირო სახსრები.
ზღვის სანაპიროს სარეკრიაციო ზოლში და მდინარეთა კალაპოტებსა და ჭალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ნაპირდაცვისათვის საჭირო სახსრები გათვალისწინებულ იქნეს მიწის გადასახადის დამდგენ კოეფიციენტში.
4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა და ქალაქების ხელმძღვანელებმა:
ა) არ დაუშვან სანაპირო ზოლში ჰიდროტექნიკური, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობა, რომელთა ხარჯთაღრიცხვაში არ იქნება გათვალისწინებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო საწარმო „სანდისთან“ შეთანხმებული ნაპირდაცვისათვის საჭირო სახსრები, რომლებიც აუცილებელია მათი ნეგატიური ზემოქმედების საკომპენსაციოდ;
ბ) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო საწარმო „სანდისთან“ შეთანხმებით გამოყონ პლაჟის მონაკვეთები იჯარით გასაცემად და შემოსული თანხები მოახმარონ სანაპიროს მდგრადობის შენარჩუნებას.
5. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) სახაზინო საწარმო „სანდის“ მეშვეობით ყოველწლიურად უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შავი ზღვის, აგრეთვე მდინარეების – ენგურის, ლიახვისა და ჭოროხის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვის გენსქემებით გათვალისწინებული ღონისძიებების მეცნიერული მომსახურება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, აღნიშნული გენსქემის კორექტირებისათვის საჭირო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების სისტემატური განხორციელება;
ბ) ნაპირსამაგრი ნაგებობების ხანმედეგობისა და მდგრადობის შენარჩუნება, რისთვისაც საჭირო სარემონტო სამუშაოებს მოახმაროს ნაპირდამცავ ნაგებობათა საბალანსო ღირებულების არა უმეტეს 1,5 პროცენტის ოდენობის თანხა;
გ) ნაპირდაცვითი საქმიანობის სფეროს თანდათანობით გაფართოება (მდინარეთა შესართავებიდან მათ შუაწელზე და ზემოთ) მას შემდეგ, რაც შეიქმნება შესაბამისი რეგიონალური სტაციონარული სადგურები და დამუშავდება ნაპირდაცვის სქემები;
დ) კანონპროექტის მომზადება საქართველოს ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიისაგან დაცვის შესახებ.
6. ძალაში დარჩეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო საწარმო „სანდის“ დაფინანსების შემდეგი წესი:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ფუნდამენტური და სამეცნიერო ექსპერიმენტული გამოკვლევები (საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში), აგრეთვე ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მდინარეთა კალაპოტების სისტემატური რეჟიმული კვლევები (საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის გამოყოფილი საოპერაციო სახსრებიდან ნაპირდაცვისათვის განკუთვნილი თანხების ფარგლებში);
ბ) ნაპირდამცავი ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა და რემონტი დაფინანსდეს, როგორც საქართველოს ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან მიღებული თანხებით (რომლებიც გამოიყოფა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განაცხადის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადგენილი ინდიკატური გეგმების საფუძველზე), ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ და პლაჟების იჯარისათვის ჩარიცხული თანხებით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის ნაპირდაცვითი სამუშაოების შესასრულებლად.
7. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განაცხადების შესაბამისად ინდიკატურ გეგმებში ყოველწლიურად გაითვალისწინოს ნაპირდაცვისათვის საჭირო სახსრები.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განაცხადებისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინდიკატური გეგმის მხედველობაში მიღებით, ყოველწლიურად გაითვალისწინოს შესაბამისი წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში სათანადო ასიგნებანი ნაპირდაცვისათვის საჭირო მეცნიერული სამუშაოების, დაპროექტების, მშენებლობისა და რემონტისათვის (მათ შორის მცურავი სამშენებლო ფლოტის რემონტისათვის).
9. ზღვისპირა რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელებმა ყოველწლიურად, სათანადო წლის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას, ნაპირდაცვისათვის გაითვალისწინონ სახსრები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნაპირდაცვის გენსქემის საფუძველზე სახაზინო საწარმო „სანდის“ მიერ განსაზღვრული მოცულობების შესაბამისად.
10. ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების ხელმძღვანელებმა საქნაპირდაცვის სპეციალიზებულ სამშენებლო ფლოტს მომსახურების საფასური გადაახდევინონ მინიმალური განაკვეთით.
11. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები