დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №383
1998 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №17 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის № 17 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4. საავტომობილო ბენზინის აქციზის გადახდა
1. იმპორტირებული საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
2. სამამულო წარმოების საავტომობილო ბენზინის აქციზის გადამხდელები ვალდებული არიან წარუდგინონ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის რაიონულ, საქალაქო ან მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ორგანოს სპეციალური ფორმის საგადასახადო დეკლარაცია თავისი ადგილმდებარეობის ან კატეგორიის (რიგითი თუ მსხვილი) მიხედვით ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში ჩარიცხონ აქციზის თანხები დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ მოცემულ რაიონში ან ქალაქში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
საავტომობილო ბენზინის აქციზის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული თვე.
3. ყოველი თვის პირველ დეკადაში საბაჟო დეპარტამენტი გადასცემს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაციას საავტომობილო ბენზინის აქციზით დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ (ეთილირებულიდან და არაეთილირებულიდან ცალ-ცალკე).
2. დებულების პირვანდელი რედაქციის მე-4 და მე-5 მუხლები გადაკეთდეს შესაბამისად მე-5 და მე-6 მუხლებად.
3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლი და დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადახდა
1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანების შემოსვლისათვის გადასახადების აკრეფას ახორციელებს საბაჟო დეპარტამენტი კანონმდებლობით დამტკიცებული განაკვეთით.
2. გადასახადის გადამხდელი პირისათვის თანხის გადახდისას გაიცემა მკაცრი აღრიცხვის ქვითარი ავტომანქანის მარკის, სახელმწიფო ნომრის და გადახდილი თანხის ოდენობის ჩვენებით.
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა ხდება ქვითრის გამცემი სამსახურის მიერ, აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებით.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის თანხებს საბაჟო დეპარტამენტი რიცხავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
5. ყოველი თვის პირველ დეკადაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი დადგენილი წესით წარუდგენს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს წინა თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხას საბაჟო გამშვები პუნქტების მიხედვით, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხას, რომლებითაც განხორციელებულია სატრანზიტო მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით.
6. პერიოდულად (არა უმეტეს კვარტალში ერთხელ) ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის გადასახადის გადახდევინებისა და თანხების მოძრაობის სისწორის ერთობლივი შემოწმება დადგენილი წესით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული პარამეტრების შემოწმება, ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტვირთამწეობასთან შესაბამისობისა და ღერძული დატვირთვების განსაზღვრა მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საავტომობილო გზებზე გატარების მარშრუტების დადგენა ხორციელდება საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტების მიერ ან საბაჟო გაფორმების ადგილებში საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით, ან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ადგილებში. ორივე შემთხვევაში გადასახადის ახდევინებენ ამავე ადგილებში საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტები.
8. ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადამხდელი პირისათვის გაიცემა მკაცრი აღრიცხვის ქვითარი, რომელშიც აღინიშნება ზედმეტი წონის ან ზენორმატიული ღერძული დატვირთვის და ამისათვის გადახდილი გადასახადის ოდენობა (დანართის მიხედვით).
9. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო პუნქტები საგზაო ფონდის გადასახადის თანხებს სამუშაო დღეებში ყოველდღიურად, ხოლო დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე პირველ მომდევნო სამუშაო დღეს შეიტანენ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახურის მიერ გახსნილ შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე.
10. საბაჟო ზონაში მომუშავე საგზაო-საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახური საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით აძლევს სპეციალურ საშვს, რომელიც მაგრდება მკერდზე. საშვში ჩაკრული უნდა იყოს მფლობელის სურათი და ადვილად იკითხებოდეს გვარი და სახელი როგორც ქართულად, ისე ლათინურად. ცვლაში მომუშავე თანამშრომელს უნდა ეცვას საბაჟო სამსახურის წარმომადგენლისაგან განსხვავებული ტანსაცმლის ფორმა.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები