„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110414002, 18/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016163
  • Word
220
13/04/2011
ვებგვერდი, 110414002, 18/04/2011
230210000.22.033.016163
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №220

2011 წლი 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, 172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან/და დეკლარაციით.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – დამოწმებული მოწმობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად მოწმობით გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული მოწმობით.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლზე აყვანის დამადასტურებელ აღნიშვნამდე (საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი ნავსადგურის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით შეტანისას – განაცხადის რეგისტრაციამდე), ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან/და დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;

ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;

გ) დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით.“.

4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან.“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პორტალში , საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას ;

გ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება პორტალიდან;“.

6. მე -20 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.“.

7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“.

8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;“.

9. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.

10. 29-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადისდამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიდოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.“.

11. 39- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შევსებული სასაქონლო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლებელია, პორტალის მიერ განხორციელდეს ASYCUDA- გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

12. 44- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან პორტალში წარდგენისას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, საქონელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს ან პორტალის მიერ.“.

13. 55- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

14. მე-80 მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;

თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი