ქ. თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და დასახლებების განაშენიანებაში სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და დასახლებების განაშენიანებაში სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 05/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 330130000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
431
05/09/2003
სსმ, 98, 05/09/2003
330130000.05.002.000002
ქ. თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და დასახლებების განაშენიანებაში სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/09/2003 - 10/12/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №431

2003 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და დასახლებების განაშენიანებაში სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ

ბოლო წლებში საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში, განსაკუთრებით კი თბილისში თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობების შესაბამისი გენერალური გეგმებისა და მათი ცალკეული ნაწილების დეტალური დაგეგმარების პროექტების არარსებობის პირობებში, მაღლივი საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების არაგეგმაზომიერმა მშენებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა განაშენიანების სიმჭიდროვე მეტწილად დედაქალაქის პრესტიჟული რაიონებისა და ისტორიული უბნების ტერიტორიებზე, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან სასიცოცხლოდ საჭირო საინჟინრო კომუნიკაციებითა და რომელთა არსებული სისტემა გათვლილი არ არის განაშენიანების ინტენსივობის ასეთ ზრდაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და დასახლებების განაშენიანებაში სახელმწიფო ქალაქმშენებლობითი წესრიგის დამყარების მიზნით:

1. ქ.თბილისის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხუთ სართულზე მაღალი საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსაგან მიიღებენ სათანადო დასკვნას.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის შესაბამისი სამსახურის მიერ ხუთ სართულზე მაღალი შენობების არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემამდე მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია უნდა წარედგინოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან ერთ კვირაში თავის წინადადებებსა და რეკომენდაციებს აწვდის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის შესაბამის სამსახურს.

3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მიერ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადებათა გაუთვალისწინებლად არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შემთხვევაში მისი მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია თვით არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის შესაბამისი სამსახური.

ე. შევარდნაძე