დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობის მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 02/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/2003 - 29/03/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №417
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობის მშენებლობის შესახებ
1. მიღებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის წინადადება, რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურს „დიპლომატს“ გადაეცეს ქ.თბილისში, კრწანისში, N65-ე სკოლის მომიჯნავე 4000 კვ.მ თავისუფალი მიწის ნაკვეთი, მასზე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობის (1000 კვ.მ სასარგებლო ფართობი) განსათავსებლად; მანვე განახორციელოს დამკვეთის ფუნქციები საელჩოს შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში.
2. მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება, რომ მას წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობის დაპროექტების სამუშაოთა დასაფინანსებლად გამოეყოს სათანადო ასიგნებანი.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე 2004 წლის ბიუჯეტის შედგენისას განიხილონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობის მშენებლობის დაფინანსების საკითხი.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საელჩოთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხის ურთიერთმოწესრიგების შესახებ 2000 წლის 22 მარტის შეთანხმების მე-2 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს საელჩოთა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა პარიტეტულ საწყისებზე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები