„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2959
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 05/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.040.000.05.001.001.369
  • Word
2959
14/08/2003
სსმ, 26, 05/09/2003
300.040.000.05.001.001.369
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, რომელთა კომპეტენციაში შედის რეგულირებადი ფასწარმოქმნისა და ფასების კონტროლის საკითხები, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული  აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია. აგრეთვე ის ორგანოები, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ქონების რეალიზაციის უფლებამოსილება და საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ ტარიფების შემუშავების, დამტკიცების და რეგულირების ფუნქცია;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ტარიფებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის და თავისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ხოლო ტრანსპორტის სფეროში ტარიფებს შეიმუშავებენ და სათანადო წესით დამტკიცების შემდეგ არეგულირებენ საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღეში.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 14 აგვისტო.

№2959–რს