დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110413018, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.023.016053 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №12
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №517 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2008 წ., №100, მუხ. 1102) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დამოუკიდებელი ექსპერტი
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქრთველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.“.
3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ანგარიშსწორება სამინისტროს მიერ ხორციელდება ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნისა და სამინისტროს ნებართვების სამსახურსა და შესაბამის დამოუკიდებელ ექსპერტთან გაფორმებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები