,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413017, 19/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 090120090.22.023.016052
  • Word
11
13/04/2011
ვებგვერდი, 110413017, 19/04/2011
090120090.22.023.016052
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №11

2011 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანებით  (სსმ III, 15.07.2008, №100, მუხ. 1101) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1.  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი

დებულების რეგულირების საგანს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში შეყვანის და დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ექსპერტების დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაცია და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრს აწარმოებს სამინისტროს ნებართვების სამსახური.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ექსპერტების დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირება ხდება სამინისტროს ნებართვების სამსახურის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ხაჩიძე