“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N514 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413015, 14/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016049
  • Word
9
13/04/2011
ვებგვერდი, 110413015, 14/04/2011
010240030.22.023.016049
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის N514 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება 9

2011 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის 514 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის 514 ბრძანებაში (სსმ III, 15.07.2008 წ., 100, მუხ. 1099) და ბრძანებით დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარემოზე ზემოქმედების პეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი”.

3. რეგლამენტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტი”.

4. რეგლამენტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს რეგლამენტი ადგენს და არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს..

5. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

6. რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ საბჭოს მიერ შემუშავებულ წინადადება (რეკომენდაცია) წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს, რომელიც დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

7. რეგლამენტის მე-10 მუხლი ამოღებულ იქნს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე