დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110413014, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016050 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №8
2011 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებით (სსმ III, 16.03.2009 №30 მუხ.365) დამტკიცებულ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედგენის პროცედურა ტარდება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, მომავალი სამეურნეო განვითარების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველსაყოფად. იგი წინ უძღვის საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მიერ გადაწყვეტილების მიღებას.”.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საქმიანობის განმახორციებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” სახით.“
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავს კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები