„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413014, 19/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016050
  • Word
8
13/04/2011
ვებგვერდი, 110413014, 19/04/2011
360160000.22.023.016050
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №8

2011 წლის 13 აპრილი

 ქ. თბილისი

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 9 მარტის №8 ბრძანებით (სსმ III, 16.03.2009 №30 მუხ.365) დამტკიცებულ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედგენის  პროცედურა ტარდება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, მომავალი სამეურნეო განვითარების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველსაყოფად. იგი წინ უძღვის საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მიერ გადაწყვეტილების მიღებას.”.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საქმიანობის განმახორციებლის მიერ სამინისტროში წარდგენილ განაცხადში, წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” სახით.“

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავს კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, „გარემოზე ზემოქმედების  ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე