„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32(39), 09/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
426
07/07/1999
სსმ, 32(39), 09/07/1999
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №426

1999 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით  დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1. დებულების პირველი თავის მე-4 მუხლში, მესამე თავის მე-12 მუხლის „მ“ და „რ“, მეოთხე თავის მე-14 მუხლის „ვ“ და მეხუთე თავის მე-16 მუხლის „დ“, „ე“ და „კ“ პუნქტებში სიტყვები „სახელმწიფო საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების“, ხოლო მესამე თავის მე-12 მუხლის  „ს“ პუნქტში სიტყვები „საწარმოებისა და ორგანიზაციების“ შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირების“.

2. დებულების მეოთხე თავის მე-13 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილი წესით შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულებები, მოახდინოს მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია“.

3. დებულების მეხუთე თავის მე-16 მუხლის „ზ“ პუნქტს სიტყვების „საქვეუწყებო დაწესებულებების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და საჯარო სამართლის იურიდიული პირების“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი:

„ X. დეპარტამენტს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია

3. გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის დირექცია

4.  გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის დირექცია

5. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სამმართველო

6. პროექტების ექსპერტიზის სამმართველო“.

ე. შევარდნაძე