დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 08/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №183
2001 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №526 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 2.1 პუნქტში:
ა) სიტყვა „შეიარაღებული“ შეიცვალოს სიტყვით „სამხედრო”;
ბ) სიტყვების „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” შემდეგ დაემატოს სიტყვები “სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავობის შესახებ”.
2.2.2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2.5. შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების სისტემატური კონტროლი, ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება”.
3.3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.2. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე”.
4.3.5. პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 წინადადება:
„კოლეგიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს არა უმეტეს 9 წევრისა”.
5. მე-4 მუხლის სათაურში სიტყვა „პასუხისმგებლობა” შეიცვალოს სიტყვით „მოვალეობები”.
6. 4.3. პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვის „მოადგილე” წინ დაემატოს სიტყვა „პირველი”.
7. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია”.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დეპარტამენტის სტრუქტურა;
8.1. საორგანიზაციო და საგარეო ურთიერთობების სამმართველო;
8.2. საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;
8.3. სოციალური დაცვის სამმართველო;
8.4. სამეურნეო სამმართველო;
8.5. სამედიცინო-პროფილაქტიკური სამმართველო;
8.6. იურიდიული განყოფილება;
8.7. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი”.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები