დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 373 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 01/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2003 - 30/12/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №373
2003 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. დიზელის საწვავის შემადგენლობა და ხარისხი განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.
დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით:
1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 01.01.05 წლამდე:
ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 45
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 500
სიმკვრივე 20ºC, კგ/მ3, არა უმეტეს:
ზამთრის – 840
ზაფხულის – 860
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – არ ნორმირდება;
ბ) 01.01.05 წლიდან 01.01.06 წლამდე:
ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350
სიმკვრივე 15ºC, კგ/მ3, არა უმეტეს – 845
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;
გ) 01.01.06 წლიდან:
ცეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50
სიმკვრივე 15ºC, კგ/მ3, არა უმეტეს – 845
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11.
2. დიზელის საწვავის ანალიზის მეთოდები 01.01.05 წლამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, 01.01.05 წლიდან – საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
3. საქსტანდარტმა (მ.ჯანიკაშვილი) ზემოთ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს დიზელის საწვავზე დადგენილი წესით ეროვნული სტანდარტის მიღება და გამოქვეყნება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები