დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 517 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 15/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 15/09/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/08/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/09/1997 - 14/12/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №517
1997 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ
1. სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიურო გარდაიქმნას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროდ (შემდგომში – სახელმწიფო ბიურო).
2. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუროს თანდართული დებულება. აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 23 ერთეულით.
3. შეტანილ იქნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიურო პრეზიდენტის საქვეუწყებო დაწესებულებათა რეესტრში.
4. სახელმწიფო ბიუროს ძირითად ამოცანად განისაზღვროს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან და მშვიდობიანი კავკასიის მშენებლობაში მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში საქართველოს სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა სფეროებში პრაქტიკული შედეგების მიღწევის მიზნით.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და „მშვიდობიანი კავკასიის“ საკითხთა სახელმწიფო ბიუროდ გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 მარტის №132 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს დებულება
1. ზოგადი დებულებანი
ა) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიურო (შემდგომში – სახელმწიფო ბიურო) წარმოადგენს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. იგი არის მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას დსთ-ს მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში, საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად კოორდინაციას უწევს „მშვიდობიანი კავკასიის“ ინიციატივის რეალიზაციას;
ბ) სახელმწიფო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით და ამ დებულებით;
გ) სახელმწიფო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი ბლანკი;
დ) სახელმწიფო ბიუროს დაფინანსების წყაროა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი;
ე) სახელმწიფო ბიუროს იურიდიული მისამართია: თბილისი, 380034, რუსთაველის გამზირი, 8.
2. სახელმწიფო ბიუროს ამოცანები
ა) სახელმწიფო ბიუროს ამოცანებია:
– დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნებთან და საწესდებო ორგანოებთან საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;
– ინიციატივის „მშვიდობიანი კავკასია“ საკითხთა შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, ამ ინიციატივის განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამების შედგენა და მათ რეალიზებაში მონაწილეობა;
– რეგიონში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების ხელშეწყობაში და კავკასიის ხალხებს შორის ტრადიციული ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და კულტურული კავშირურთიერთობების აღდგენა-გაღრმავებაში საქართველოს სამინისტროთა, უწყებათა, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურათა საქმიანობის კოორდინირება;
ბ) სახელმწიფო ბიურო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
– ხელს უწყობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში კომპლექსური მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების, მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას;
– ამყარებს მუდმივ საქმიან ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ საწესდებო ორგანოებთან;
– ხელს უწყობს საწარმოო კოოპერაციის განვითარებას, ერთობლივი ეკონომიკური სტრუქტურების შექმნასა და პროექტების განხორციელებას;
– აწყობს შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და კერძო სტრუქტურებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, გამოფენებს, საბითუმო-საგამოფენო ბაზრობებსა და სხვა ღონისძიებებს, ორგანიზაციას უწევს სხვა სახელმწიფოებში ანალოგიურ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობას;
– ქმნის შესაბამის საინფორმაციო სისტემას დაინტერესებულ სტრუქტურებთან ერთად.
ვ. სახელმწიფო ბიუროს უფლებამოსილებანი
სახელმწიფო ბიურო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
– მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით საქართველოს სამინისტროებისაგან, უწყებებისაგან, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან და სხვა სტრუქტურებისაგან ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
– მიმართოს სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებელ ორგანოებს, ერთობლივად შეისწავლოს და გააანალიზოს თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები, გაცვალოს მათთან შესაბამისი ინფორმაცია;
- შექმნას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შიდასაუწყებო სამუშაო ჯგუფი ან კომისია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სახელმწიფო ბიუროს მართვა
ა) სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე.
ბ) სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე:
– რწმუნებულების გარეშე მოქმედებს სახელმწიფო ბიუროს სახელით;
– დადგენილი წესით მონაწილეობს საერთაშორისო მოლაპარაკებებში;
– იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;
– განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუროს მუშაკთა ფუნქციურ მოვალეობებს;
– გამოსცემს ბრძანებებს;
– საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ბიუროს საშტატო და ხარჯთა ნუსხებს;
– განკარგავს სახელმწიფო ბიუროს ფინანსურ სახსრებს.
– ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
გ) სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები:
– მონაწილეობენ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
– იღებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებს;
– სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო ბიუროს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;
– ახორციელებენ სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
5. სახელმწიფო ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
ა) სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე;
გ) სახელმწიფო ბიუროს განყოფილების გამგეებს და სხვა მუშაკებს ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე;
დ) რეფერენტებთან და მთავარ სპეციალისტებთან შრომით ხელშეკრულებებს დებს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სახელმწიფო ბიუროში სამუშაოდ მოწვეულ პირთა დანიშვნის წესი
ა) სახელმწიფო ბიუროს საქმიანობაში 6 თვემდე ვადით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დროებითი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 0,5 განაკვეთის ანაზღაურებით.
შესაძლებელია ექსპერტთა და კონსულტანტთა მოწვევა საზოგადოებრივ საწყისებზეც;
ბ) შრომის ხელშეკრულებას კონსულტანტებთან და ექსპერტებთან დებს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე.
7. სახელმწიფო ბიუროს სტრუქტურა
სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე
სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები
დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან თანამშრომლობის განყოფილება
დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოებთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილება
პირდაპირი სამეურნეო კავშირების ხელშეწყობის განყოფილება
მშვიდობიანი კავკასიის პრობლემათა ანალიზის განყოფილება
სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის თანაშემწე
ბუღალტერია
სამეურნეო განყოფილება
კანცელარია.
დოკუმენტის კომენტარები