დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 24/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/07/2003 - 14/08/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №355
2003 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თანდართული ფორმით.
2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 4 მაისის № 348 დადგენილება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ.
ე. შევარდნაძე
საქართველო
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო
პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებული მოწმობა №
ეძლევა
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საანგარიშსწორებო
ანგარიში ბანკში)
მასზე,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში
(ობიექტის დასახელება,
ობიექტის მისამართი)
მიწის ფართობი ---------- კვ. მეტრი
(მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი:
ხელშეკრულება № „--------“ ----------------------------------------“ მიიღება-ჩაბარების აქტი
„-------” ------------------ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცა
(მესაკუთრის სახელი, მამის სახელი, გვარი, დასახელება)
მეორე ინახება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში, მესამე – (საჯარო რეესტრში).
მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან და მიიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომლებიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 200 წლის “--------” -------------------------------------------
მინისტრი
ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები