აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ელექტრომექანიკოსი"
მიღების თარიღი 13/04/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413007, 14/04/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
13/04/2011
ვებგვერდი, 110413007, 14/04/2011
აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
ს.ს."ელექტრომექანიკოსი"

   განცხადება

სს „ელექტრომექანიკოსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ და სს „ელექტრომექანიკოსის“ წესდების თანახმად, სს „ელექტრომექანიკოსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 16 მაისის, დღის 13.00 საათზე  სს „ელექტრომექანიკოსის“ სააქტო დარბაზში შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. №1.

 სს „ელექტრომექანიკოსის“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის  14 აპრილი.

დღის წესრიგი:

1.  სს „ელექტრომექანიკოსის“ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა – მომხსენებელი სს „ელექტრომექანიკოსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ჩხეიძე.

2. ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგად არსებული ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა – მომხსენებელი სს „ელექტრომექანიკოსის“ დირექტორი რ. გოშხეთელიანი.

3. საერთო ფინანსური მდგომარეობის ანგარიშის წარდგენა – მომხსენებელი სს „ელექტრომექანიკოსის“ ბუღალტერი დ. არჩაია.

4. სს „ელექტრომექანიკოსის“ არსებული და მიმდინარე ვალების გადახდისუუნარობის შესახებ საკითხის განხილვა – მომხსენებელი სს „ელექტრომექანიკოსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე      ს. მურღულია.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ელექტრომექანიკოსის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”,      ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 25-15-60;  91-31-42. ასევე ქუთიაისის ფილიალში, ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. 124 („საქართველოს ბანკის“ შენობა, I სართული, მაკა მოდებაძე).

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

  სს „ელექტრომექანიკოსის“

 სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე                   მ. ჩხეიძე