„საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 03/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
318
28/06/2003
სსმ, 67, 03/07/2003
440050000.05.002.000002
„საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2003 - 04/06/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

2003 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დამტკიცდეს „საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდე­ბების მიკუთვნების წესის შესახებ“ თანდართული დებულება და ინსტრუქცია.

ე. შევარდნაძე

დებულება საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება ადგენს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეც­ნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის – პროფესორისა და დოცენტის – სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესს.

2. საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულია დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები, ხოლო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში – პროფესორის სამეცნიერო-პედა­გოგიური წოდება.

3. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში დოცენტისა და პროფესორის წო­დებებს აკუთვნებს უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭო (შემდგომში – პროფესორთა საბჭო), ხოლო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში პროფესორის წოდებას აკუთვნებენ საქართ­ველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმები.

4. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიეკუთვნება საქართველოს მო­ქალაქეს.

5. პროფესორთა საბჭო იქმნება იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, სადაც საბჭოს და­კომპლექტება შესაძლებელია ძირითად შტატში მომუშავე პროფესორის წოდების მქონე სულ ცოტა ოცდაათი მეცნიერებათა დოქტორით (სახელოვნებო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში – ძირითად შტატში მომუშავე პროფესორის წოდების მქონე სულ ცოტა ოცი წევრით). პროფესორთა საბჭოს თავმჯდომარეა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. პროფესორთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან, თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს და სწავლულ მდივანს.

6. პროფესორთა საბჭო უფლებამოსილია სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები მიაკუთვნოს მხოლოდ იმ დარგში, რომელიც პროფესორთა საბჭოში წარმოდგენილია სულ ცოტა სამი სპეციალისტით. გამონაკლისის სახით ნებადართულია სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამეცნიერო დაწესებულებიდან ერთი სპეციალისტის მოწვევა თითოეულ სპეციალობაში.

7. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორთა საბჭო თავისი მუშაობისას ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებითა და საკუთარი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორი.

8. პროფესორთა საბჭოს რეგისტრაციას, უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, ახორციელებს საქარ­თველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო (შემდგომში – სეს-ი), რომელიც კოორ­დინაციას უწევს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურას.

9. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთა საბჭოები, სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმები გადაწყვეტილებას სამეც­ნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების შესახებ წარუდგენს სეს-ს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და შესაბამისი ატესტატების გასაცემად.

    მუხლი 2. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან  დაკავშირებული მოთხოვნები

1. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დოცენტის სამეცნიერო-პე­და­გოგიური წოდება მიეკუთვნება პირს, რომელსაც:

ა) აქვს მეცნიერებათა დოქტორის ან კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი;

ბ) საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე ან ბრძანებით უკავია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის, პროფესორის ან დოცენტის თანამდებობა;

გ) აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა სამი წლის სტაჟი;

დ) ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ერთი წლის განმავლობაში და აქვს შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვა;

ე) დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს ორი  სამეცნიერო ნაშრომი მაინც.

2. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის სამეცნიერო-პე­დაგოგიური წოდება მიეკუთვნება დოცენტს, რომელსაც:

ა) აქვს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი;

ბ) საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე ან ბრძანებით უკავია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის ან პროფესორის თანამდებობა;

გ) აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის სტაჟი;

დ) ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ორი წლის განმავლობაში და აქვს შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვა;

ე) დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო ნაშრომი მაინც.

3. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში პროფე­სორის წოდება მიეკუთვნება მეცნიერებათა დოქტორს, თუ მას ერთდროულად, შეთავსებით, კონკურსის ან კონტრაქტის წესით უმაღლეს სასწავლებლებში უკავია კათედრის გამგის ან პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

თუ პროფესორის წოდების მაძიებელი არ მუშაობს უმაღლეს სასწავ­ლებელში, იგი უნდა იყოს არანაკლებ ხუთი დაცული საკანდიდატო დისერტაციის ერთპიროვნული ხელმძღვანელი და დისერტაციის დაცვის შემდეგ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სულ ცოტა სამი სამეცნიერო ნაშრომი.

4. სახელოვნებო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირთათვის პროფესორისა და დოცენტის სამეცნიერო-პედა­გოგიური წოდებების მიკუთვნება ხდება თვალსაჩინო პედაგოგიური ან საშემსრულებლო-შემოქმედებითი მიღწევებისათვის.

ა) დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შეიძლება მიეკუთვნოს პირს, რომელსაც:

ა.ა) კონკურსის ან კონტრაქტის წესით უკავია კათედრის გამგის, პროფესორის ან დოცენტის თანამდებობა;

ა.ბ) აქვს ამ თანამდებობაზე სრულ განაკვეთზე ან შეთავსებით მუშაობის უწყვეტი ერთი წლის სტაჟი;

ა.გ) აქვს უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის სტაჟი;

ა.დ) მის მიერ აღზრდილთა შორის არიან გარკვეული შემოქმედებითი წარმატებების მქონე სპეციალისტები.

ბ) პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შეიძლება მიეკუთვნოს დოცენტს, რომელსაც:

ბ.ა) კონკურსის ან კონტრაქტის წესით უკავია კათედრის გამგის ან პროფესორის თანამდებობა;

ბ.ბ) აქვს ამ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა ორი წლის უწყვეტი სტაჟი და უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მოღვაწეობის სულ ცოტა ათი წლის სტაჟი;

ბ.გ) აქვს თვალსაჩინო წვლილი სწავლების მეთოდის სრულყოფაში და მის მიერ აღზრდილთა შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი გამორჩეული შემოქმედებითი წარმატებების მქონე სპეციალისტები.

5. სახელოვნებო პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში ხელოვ­ნებათმცოდნეობის დარგში სამეცნიერო ხარისხის მქონე პირთათვის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნება ხდება ამ დებულების მე-2 მუხლის 1-2 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 3. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესი

1. იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მოქმედებს პროფესორთა საბჭო დარგობრივი კათედრა შესაბამისი ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე აღძრავს შუამდგომლობას სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების შესახებ და წარუდგენს მას სათანადო დოკუმენტებს „საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ” ინსტრუქციის მიხედვით.

2. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი შუამდგომლობა სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების შესახებ, ხსენებული საბუთებითურთ გადაეგზავნება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთა საბჭოებს გადაწყვეტილების მისაღებად.

3. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები პროფესორთა საბჭოს მიერ მიეკუთვნება ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება წოდებების მიკუთვნების შესახებ მიღებულად ითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა საბჭოს წევრთა სულ ცოტა ორი მესამედი და წოდების მიკუთვნებას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა სულ ცოტა სამმა მეხუთედმა. პროფესორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვ­ნების ბანკ-ბარათი (ორ ეგზემპლარად), რომელიც თანმხლებ საბუთებთან ერთად წარედგინება სეს-ს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და ატესტატის გასაცემად.

4. კენჭისყრის შედეგების საფუძველზე წოდების მიკუთვნებაზე უარის შემთხვევაში სამეცნიერო წოდების მიკუთვნების საკითხის ხელმეორედ აღძვრა შესაძლებელია პირველი განხილვიდან ერთი წლის შემდეგ. გან­მეორებითი უარის შემთხვევაში წოდების მიკუთვნების საკითხი აღარ განიხილება.

    მუხლი 4. ატესტაციის გაფორმებისა და გაცემის წესი

1. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების დამადასტურებელ ატესტატებს რეგისტრაციაში ატარებს და გასცემს სეს-ი წოდების მიკუთვნებისა და სათანადო საბუთების წარდგენის დღიდან ორი თვის განმავლობაში.

2. ატესტატის დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა ატესტატის დუბლიკატი მიმდინარე ნომრით. გვარის, სახელის შეცვლის შემთხვევაში ახალი ატესტატი არ გაიცემა.

3. სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ გაცემული დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების დამადასტურებელი ატესტატები იურიდიული ძალის მქონეა (უფროსი მეცნიერი თანამშრომლის წოდებას უნარჩუნდება მისი პირვანდელი სტატუსი).

    მუხლი 5. აპელაციის განხილვა

1. ორგანიზაციებს, წოდების მაძიებლებსა და სხვა პირებს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების (არმიკუთვნების) შესახებ პროფესორთა საბჭოს (მეცნიერებათა აკადემიის) გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა შეუძლიათ წარადგინონ აპელაცია უშუალოდ პრო­ფესორთა საბჭოში (მეცნიერებათა აკადემიაში). პროფესორთა საბჭო (მეცნიერებათა აკადემია) აპელაციას განიხილავს მიღებიდან სულ ცოტა ოც დღეში და დასკვნას უგზავნის სეს-ს განხილვიდან არა უგვიანეს ათი დღისა.

2. აპელაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სეს-ი იღებს პრეზიდიუმზე განხილვის შემდეგ პროფესორთა საბჭოს (აკადემიის პრეზიდიუმის) და სეს-ის შესაბამისი დარგობრივი სექციის დასკვნების საფუძველზე.

 

ინსტრუქცია

საქართველოში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ

1. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები აღძრავენ შუამდგომლობას სეს-ის წინაშე პროფესორთა საბჭოს რეგისტრაციის შესახებ ( დანართი №1).

2. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სეს-ის პრეზიდიუმი იხილავს საკითხს პროფესორთა საბჭოს რეგისტრაციის შესახებ, არა უგვიანეს ორი თვისა შუამდგომლობის მიღებიდან.

3. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, რომელშიც არ მოქმედებს პროფესორთა საბჭო სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების საკითხს შესაბამისი კათედრის რეკომენდაციით განიხილავს ფაკულტეტის საბჭო და მიმართავს თავისი უმაღლესი სასწავლებლის სა­მეცნიერო საბჭოს წოდების მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილების მი­საღებად. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო აღძრავს შუამდგომლობას იმ სახელმწიფო უმაღლესი სასწავ­ლებლის პროფესორთა საბჭოს წინაშე, რომელშიც მოქმედებს პროფესორთა საბჭო. შუამდ­გომლობას უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტები (დანართი 3).

4. პროფესორთა საბჭო სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წოდების მიკუთვნების (არმიკუთვ­ნების) შესახებ.

5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში გაერთიანებული სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო საბჭოები წარუდგენენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, ან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს შუამდგომლობას და სა­თანადო დოკუმენტებს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების შესახებ ( დანართი 3).

6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდიუმი პროფესორის სამეცნიერო-პედა­გოგიური წოდების მიკუთვნებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ.

7. პროფესორთა საბჭო (მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმები) უზრუნველყოფს სა­მეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების ბანკ-ბარათის ორი ეგზემ­პლარისა              (დანართები 4, 5) და სამეცნიერო ხარისხის დიპლომის ასლის წარდგენას სეს-ის მთავარ სწავლულ მდივანთან რეგისტ­რა­ციი­სათვის, არა უგვიანეს ერთი თვისა წოდების მიკუთვნების დღიდან. ბანკ-ბარათის პირველი პირი და სამეცნიერო-ხარისხის დიპლომის ასლი არის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტატის გაცემის საფუძველი. ატესტატი გაიცემა წოდების მიკუთვნებიდან ორი თვის შემდეგ. სეს-ის მიერ რეგისტრირებული ბანკ-ბარათის მეორე პირი ინახება წოდების მაძიებლის საატესტაციო საქმეში.

8. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მაძიებლის მიერ მეცნიერების დარგისა და სპეციალობის შიფრის დადგენა ხდება „სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის” მიხედვით.

დანართი 1

შუამდგომლობა

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეს

_______________________________________________________________

(ორგანიზაციის დასახელება)

სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამეცნიერო-პედაგოგიური მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოს შექმნის შესახებ.

პროფესორთა საბჭო დაკომპლექტებულია ___________________

                                  რაოდენობა

ძირითად შტატში მომუშავე პროფესორის წოდების მქონე მეცნიერებათა დოქტორებით. პროფესორთა საბჭოს თითოეული წევრი მხოლოდ აღნიშნული საბჭოს წევრია.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ და გაატაროთ რეგისტრაციაში პროფესორთა საბჭო

 _______________________________________

        (სასწავლო ორგანიზაციის დასახელება)

_________________________________________________

  (ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა)                                              (ხელმოწერა)

                           

 ბ.ა.

დანართი 2

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება

„–––”––––––––––––200 წ.

________

განიხილა, რა ____________________________________________________

(ორგანიზაციის დასახელება)

სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბ­ჭოს შუამდგომლობა აღნიშნული საბჭოს და­დას­ტურებისა და რეგისტრაციის შესახებ, სწავლულ ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება:

     ჩატარდეს

_______________________________________________________

(ორგანიზაციის დასახელება)

პროფესორთა საბჭოს სახელმწიფო რეგისტრაცია.

პროფესორთა საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 5 წლით

200 წლის „ ___ ” _____________ მდე.

ბ.ა.        

 თავმჯდომარე, აკადემიკოსი              (ხელმოწერა)

მთავარი სწავლული მდივანი             (ხელმოწერა)  

 

 

 

დანართი 3

სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული

საბუთების ნუსხა

1. შუამდგომლობა იმ ორგანიზაციიდან, სადაც მუშაობს წოდების მაძიებელი პროფესორთა საბჭოს თავმჯდომარის ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის სახელზე.

(გაფორმებული ფაკულტეტის ან ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს ოქმის ამონაწერის სახით, სადაც მითითებული იქნება მაძიებლის მეცნიერების დარგი და სპეციალობის შიფრი („სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის შესაბამისად“).

2. კადრების აღრიცხვის ფურცელი სურათით, იმ ორგანიზაციის კადრების განყოფილების მიერ გაცემული, სადაც მუშაობს დისერტანტი (1 ეგზ.).

3. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, დამოწმებული სამუშაო ადგილის მიხედვით (1 ეგზ.).

4. დოცენტის ან პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი (1 ეგზ.).

5. სამეცნიერო ხარისხის დიპლომის ასლი (2 ეგზ.).

პროფესორის წოდების მაძიებლისათვის დოცენტის ატესტატის ასლი (1 ეგზ.).

6. დისერტაციის დაცვის შემდეგ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გამოქვეყნებული შრომების სია (შრომების ამონაბეჭდები).

 დაცული საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციის 5 ავტორეფერატი (ერთპიროვნული ხელმძღვანელობის (კონსულტატობის) დამადას­ტურე­ბელი მასალა).

განხილვის პროცესში ამ დოკუმენტებს ემატება:

1. პროფესორთა საბჭოს (პრეზიდიუმის სხდომის) ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი (1 ეგზ.).

2. პროფესორთა საბჭოს (აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერი).

შენიშვნა:

1. პროფესორთა საბჭოში (აკადემიის პრეზიდიუმში) მაძიებლის მიერ უნდა წარმოდგენილი იყოს ნუსხის მიხედვით ყველა დოკუმენტი.

საატესტაციო მასალები აკინძული უნდა იყოს მყარ საქაღალდეში, რომელიც სამი წლის განმავლობაში ინახება, ხოლო შემდეგ გადაეცემა ორგანიზაციის არქივს.

  

          დანართი 4

სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების ბანკ-ბარათი

 ____________________________________________________________  

  (რომელი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროფესორთა

 ____________________________________________________________  

  საბჭოს მიერ არის მიკუთვნებული წოდება)       

     დოცენტის

მიკუთვნებული სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება  ____________

                                                                                                პროფესორის

წოდების მიკუთვნების თარიღი ______ ოქმი № ______________

წოდება მიეკუთვნა _____________________________________

                                                           (სახელი, გვარი)

 _______________________________________________________________

     (მუშაობის ადგილი, თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი)

სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობა ________________________

პედაგოგიური მუშაობის სტაჟი _______________________

დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებულ ნაშრომთა რაოდენობა ___________

საკითხი ________________________________________________________

                                                  (სახელი, გვარი)

დოცენტის (პროფესორის) წოდების მიკუთვნების შესახებ განიხილა პროფესორთა საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბ­ჭოს მიკუთვნებული წოდების ბანკ-ბარათის რეგისტრაციაში გასატარებლად.

 

ბ.ა.         

პროფესორთა საბჭოს

თავმჯდომარე                                                                                                              ხელმოწერა

დანართი №5

სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების ბანკ-ბარათი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მიკუთვნებული პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება წოდების მიკუთვნების თარიღი _____________ ოქმი № ________

წოდება მიეკუთვნოს __________________________________________

                                                                    (სახელი, გვარი)

 __________________________________________________________________________

(მუშაობის ადგილი, თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი)

სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობა __________________________________

სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის სტაჟი _______________________

დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებულ ნაშრომთა რაოდენობა ______________

რამდენი დაცული საკანდიდატო (სადოქტორო) დისერტაციის ხელმძღვანელია

(კონსულტანტია) ______________________________________________

საკითხი _____________________________________________________

                                                          (სახელი, გვარი)

პროფესორის წოდების მიკუთვნების შესახებ განიხილა პრეზიდიუმმა და მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მი­კუთვნებული წოდების ბანკ-ბარათის სახელმწიფო რეგისტრაციაში გასა­ტა­რებლად.

ბ.ა.   

აკადემიის პრეზიდენტი                                                                    (ხელმოწერა)