,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110413001, 13/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016058
  • Word
1-1/559
12/04/2011
ვებგვერდი, 110413001, 13/04/2011
040030040.22.024.016058
,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/559

 2011 წლის 12 აპრილი

 ქ.თბილისი

 სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის 1-1/1732 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის 1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., 142, მუხ. 2033) დამტკიცებულ სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ნაწილების და სხვა) გაყიდვა უნდა განხორციელდეს საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა შესაბამისი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.”.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ძირითადი საშუალებების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, რომელიც აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო).;

გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში საჯარო ან ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ გადახდილ უნდა იქნეს ბეს თანხა, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთი თვის გადასახადის (ქირა, საიჯარო ქირა და .) ოდენობას, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს, დროებითი სარგებლობიდან გამომდინარე, მოსარგებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებას. ამასთან, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში არ გამოიყენებასახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1–1/1487 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ექვეპუნქტი.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. იმ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, რომელთათვისაც ნორმატიული აქტით დამტკიცებულია დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება (ტარიფი), არ საჭიროებს სააგენტოსთან და სამინისტროსთან შეთანხმებას, საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობას და ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, რომელიც აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს სამინისტროსთან..

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ძირითადი საშუალებების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გაყიდვა ხდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, რომელიც აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს სამინისტროსთან.;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საჯარო ან ელექტრონული აუქციონი გაყიდვას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შექმნილი შესაბამისი სააუქციონო კომისია.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა.

2. საჯარო აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის 1-1/1487 ბრძანება, ხოლო ელექტორნული აუქციონის ჩატარებისას სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის 1-1/172 ბრძანება, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე     ა. კეკელია