საავტომობილო ბენზინების ხარისხობრივი ნორმების შესახებ

  • Word
საავტომობილო ბენზინების ხარისხობრივი ნორმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 19/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 300390000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
211
14/05/2003
სსმ, 45, 19/05/2003
300390000.05.002.000002
საავტომობილო ბენზინების ხარისხობრივი ნორმების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/05/2003 - 30/12/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 211

2003 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საავტომობილო ბენზინების ხარისხობრივი ნორმების შესახებ

საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მომართულებას წარმოადგენს. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდავცით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნთ:

1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2005 წლის 1 იანვრიდან

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინების ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,013;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5.

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45.

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500.

ბ) 2005 წლის 2 იანვრიდან

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0,005;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1.

არომატული ნახშირწალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42.

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150.

გ) 2006 წლის 1 იანვრიდან

არომატული ნახშირწალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35.

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.

3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2005 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მოღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

4. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჯანიკაშვილი) ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით 2003 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს დადგენილი წესით საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ ეროვნული სტანდარტის მიღება და გამოქვეყნება.

ე. შევარდნაძე