საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
192
08/05/2003
სსმ, 41, 08/05/2003
010240040.05.002.000002
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2003 - 02/03/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 192

2003 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის გარკვეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ქვედანაყოფების თანდართული ნუსხა, რომელთა სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახური ითვლება სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად (დანართი 1) და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთზე დაწესებული დანამატების ნუსხა (დანართი 2).

2. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების შესაბამისად ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ (დანართი 1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც მშვიდობიან პერიოდში უხდებათ სპეციალურ დავალებათა შესრულება, სამხედრო სამსახური ჩაეთვალოთ როგორც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობა.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ 1 დანართში ჩამოთვლილი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ თანამდებობრივი განაკვეთის დანამატი სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებული პირობებისათვის ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული 2 დანართის შესაბამისად.

4. სპეციალურ დავალებათა შესრულების დროს, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა კვების ნორმატივი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2002 წლის 20 სექტემბრის 298-129 ერთობლივი ბრძანებით (ძირითადი ბრძანება 106/46, 2000 წ. 6 ნოემბერი) დაწესებული საქართველოსა და აშშ-ის „წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივ პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა საყაზარმო კვების ნორმატივის ოდენობით.

5. აღნიშნული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიზნობრივ მიმართულებათა ცვლილებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან.

ე. შევარდნაძე

 დანართი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ქვედანაყოფების ნუსხა, რომელთა სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახური ითვლება სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად

1. „ეუთოს” მისიის დაცვის სპეციალური კომენდატურა

2. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „მესტია”

3. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „აჭარა”

4. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „ბარისახო”

5. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „არხოტი”

6. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „ყაზბეგი”

7. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო (მაღალმთიანი მონაკვეთი)

8. სასაზღვრო რაზმი „ლაგოდეხი” (მაღალმთიანი მონაკვეთი)

9. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „ლენტეხი”

10. ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „ონი”

11. პირველი და მეორე სასაზღვრო დივიზიონი

12. საავიაციო რაზმი

13. პროგრამა „იორისა” და „რადარული” სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფით დაკავებული სამხედრო მოსამსახურეები.

შენიშვნა: ბრძანებულების მოთხოვნები გავრცელდეს:

*დანართში ჩამოთვლილი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 13 პუნქტებით გათვალისწინებული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებზე;

*ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა „ლენტეხისა” და „ონის” სამხედრო მოსამსახურეებზე კომენდატურების შექმნის დღიდან;

*პირველი და მეორე საზღვაო დივიზიონების მცურავი საშუალებების ეკიპაჟებზე, რომლებსაც საზღვაო აკვატორიის პატრულირება უხდებათ ზედიზედ სულ ცოტა 3 დღე;

*საავიაციო რაზმის იმ ეკიპაჟებზე, რომლებიც ფრენებს განახორციელებენ საქართველო-რუსეთის საზღვრისა და საზღვაო აკვატორიის კონტროლის გასაძლიერებლად.

დანართი 2

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივ განაკვეთებზე დაწესებული დანამატები

თანამდებობა

წოდებრივი კატეგორია

დანამატი თანამდებობრივ განაკვეთზე

1

2

3

4

1

რაზმის მეთაური

პოლკოვნიკი

300

2

რაზმის უფრ.მოადგილე

პოლკოვნიკი

280

3

შტაბის უფროსი

ვ/პოლკოვნიკი

280

4

კომენდატურის კომენდანტი

ვ/პოლკოვნიკი

300

5

უფროსი ბორტინჟინერი

ვ/პოლკოვნიკი

250

6

ესკადრილის მეთაური

ვ/პოლკოვნიკი

300

7

ხომალდის მეთაური

მე-2 რანგის კაპიტანი

300

8

კომენდანტის მოადგილე

მაიორი

250

9

კომენდატის თანაშემწე

მაიორი

250

10

შტაბის უფროსის მოადგილე

მაიორი

250

11

სამსახურის უფროსი

მაიორი

250

12

საგუშაგოს უფროსი

მაიორი

250

13

სამხედრო იურისტი

მაიორი

250

14

სამხედრო ფსიქოლოგი

მაიორი

250

15

ესკადრილიის უფრ.შტურმანი

მაიორი

250

16

რგოლის მეთაური

მაიორი

250

17

უფრ. მფრინავი

მაიორი

230

18

ხომალდის მეთაურის თანაშემწე

მესამე რანგის კაპიტანი

200

19

საბრძოლო ნაწილის მეთაური

მესამე რანგის კაპიტანი

200

20

ქვეგანყოფილების ოფიცერი

კაპიტანი

200

21

ოფიცერი

კაპიტანი

200

22

ეკიპაჟის მეთაური

კაპიტანი

200

23

ბორტტექნიკოსი

კაპიტანი

200

24

მფრინავი შტურმანი

კაპიტანი

200

25

საგუშაგოს უფროსის მოადგილე

კაპიტანი

200

26

პოსტის უფროსი

კაპიტანი

200

27

ოცეულის მეთაური

უფროსი ლეიტენანტი

200

28

ბოცმანი

მასტერ მიჩმანი

150

29

საარტილერიო-საზენიტო ჯგუფის ზემდეგი

მასტერ მიჩმანი

150

30

მოტორისტი

უფროსი სრჟანტი

150

31

პარაშუტისტი

მასტერ სერჟანტი

150

32

საგუშაგოს ზემდეგი

მასტერ სერჟანტი

150

33

პოსტის ზემდეგი

მასტერ სერჟანტი

150

34

ტექნიკოსი

სერჟანტი

150

35

ოპერატორი

კაპრალი

150

36

მესაჭე-მესიგნალე

საზღვაო კაპრალი

150

37

რადიოტელეგრაფისტი

საზღვაო კაპრალი

150

 

შენიშვნა:

1. სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობები არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ ნუსხაში, დანამატი განესაზღვროთ შესაბამისი თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს არა უმეტეს სამმაგი ოდენობისა;

2. ერთჯერადი დახმარების გაანგარიშება განხორციელდეს წინამდებარე თანხების გარეშე.